no_bannerno_banner

რა ცვლილებები მოჰყვა "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" სოფო ნიჟარაძის წასვლას

ცეკვავენ ვარსკვლავები"ცეკვავენ ვარსკვლავებში" სოფო ნიჟარაძის მამის გარდაცვალებამ ტექნიკური ცვლილება შეიტანა. იმ კვირას შოუ არავის დაუტოვებია. აუტსაიდერებში მდგომი ნინა წკრიალაშვილი და ქეთი ხატიაშვილი ერთმანეთს ამშვიდებდნენ.

ზოგი ამბობდა, ქეთის ნაკლები ესემესები შეუვიდა და ვერ გაუშვეს, რადგან კარგი მოცეკვავეაო. მეორე ნაწილი იმას ამტკიცებდა, ნინას უნდა დაეტოვებინა პროექტი, მაგრამ ჟიურიმ არ დაატოვებინაო. ამას რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც დაერთო, რომლის თანახმადაც თითქოს ჟიური გოჩა ჩერტკოევმა დატოვა. კიდევ კარგი, ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდა, თორემ უკვე ხალხი აღელდა - ეს ქართველი პროდიუსერები ამ შოუში წესებს რომ არღვევენ, საინტერესოა, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" BBC არ დახურავსო? შოუს პროდიუსერთან გაჩენილი ყველა კითხვა გავარკვიეთ, შოუ ფორმატის წესებს არ გადადის. ერთადერთი  უპრეცედენტო სვლა, რაც „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ გააკეთა, მეცამეტე უცნობი მონაწილის დამატება იყო. სხვა დანარჩენი თამაშის წესებს ესადაგება, მათ შორის, ერთმანეთის მონაცვლე ჟიურის წევრები. 

28 ნოემბერს, შოუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყეს, რომ სოფო ნიჟარაძის მამა დაიღუპა.

ნოე სულაბერიძე ("ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი): "სოფო შოუსთვის უკვე მზად იყო, თმას იკეთებდა, დედამ რომ დაურეკა და ეს ამბავი გავიგეთ... მერე  სოფოს შოუში დაბრუნება შევთავაზეთ. ვიცოდით, ამას არც მონაწილეები და არც მაყურებელი  გააპროტესტებდა. თუმცა სოფომ უარი გვითხრა. ყველა ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია. მსგავსი სამწუხარო ამბავი ხდება და არა ერთი შემთხვევა ვიცი, ამ დროს ადამიანები მაინც აგრძელებენ თავიანთ შემოქმედებას. სოფოს აქვს ასეთი მიდგომა, რაც მე კარგად მესმის - არც განწყობა მაქვს და ჩემი ცეკვა შეიძლება ადამიანებმა ვერ გაიგონო. ჩემთვის დასანანია, სოფოს სახით ერთ-ერთი აშკარა ფავორიტი რომ გამოეთიშა პროექტს. ეს ისეთი სამწაუხარო რეალობაა, რომელსაც ვერ გაექცევი. 

 - ნოე, როდესაც აუტსაიდერებში ნინა და ქეთი იდგნენ, რატომ არ დატოვა პროექტი ერთ-ერთმა მათგანმა?

- ის, ჩვეულებრივი საკონკურსო ტური იყო. ვეტო არ გამოგვიყენებია. რადგან ავტომატურ რეჟიმში გამოეთიშა ერთი მონაწილე პროექტს, ასე უნდა მოვქცეულიყავით. 

- ქეთიმ ნაკლები მესიჯები მიიღოო, ითქვა. 

- არა, ეს არასწორია. ეს იყო აუციბლობიდან გამომდინარე ტექნიკური ტიპის ქმედება, იმიტომ, რომ პროექტს ერთი მონაწილე აკლდა.

- ისიც ითქვა, პროექტს გამოთიშული წყვილის დამატებას აპირებენო. 

- არ იგეგმება. პროექტი რეზონანსულია და ჭორები სულ არის. ძალიან მკაცრად ვიცავთ  BBC -ს ფორმატს, ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ დარჩენილი მონაწილეები გააგრძელებენ ბრძოლას. 

- გოჩა ჩერტკოევმა პროექტი დატოვაო, რატომ დაიწერა?

- გოჩა მხოლოდ ერთი კვირით გაფრინდა და ამიტომ არ იყო გასულ ხუთშაბათს. 

- ჟიურის ასეთი ცვალებადობა რამდენად არის ფორმატით გათვალისწინებული? 

- შოუს ჟიურის სტაბილური წევრებიც ჰყავს და არასტაბილურიც. წევრების მონაცვლეობა შეიძლება. მოდი ვთქვათ, პროექტს რამდენიმე ჟიურის წევრი ჰყავს. ამ შემთხვევაში ექვსი, რომლებიც ერთმანეთს ანაცვლებენ. შორენა იმიტომ დავსვით ჟიურიში, რომ თბილისში იყო და შანსი არ გავუშვით ხელიდან. ის სამეჯლისო ცეკვებში ისეთივე ექსპერტია, როგორც გოჩა. იმედი მაქვს, შორენას ჩვენი მაყურებელი შოუში კიდევ იხილავს. 

თამარ გონგაძე გაზეთი "პრაიმტაიმი" 

კულტურა  |  ხუთშაბათი, 12 დეკ 2013 15:44
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

RMG Gold-ი საყრდისში სამუშაოებს დროებით წყვეტს

კომპანია RMG Gold-ი საყრდისში არსებული ვნებათაღლევის გამო სამუშაოებს დროებით წყვ ...

ვრცლად

განდეგილობის პერიოდი და შეცვლილი გადაწყვეტილებები კულტურის მინისტრის ს ...

კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, მინისტრის საქმიანობაში განდეგილობი ...

ვრცლად

კულტურის სამინისტროს მოწვეულს ექსპერტებს შორის თომას შტოლნერიც იქნება

საყდრისის არქეოლოგიურ ძეგლს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად გერმანელი მეცნიერი თომას ...

ვრცლად

კომპანია RMG Gold-ის განცხადება საყდრისის საბადოზე მიმდინარე მოვლენებთ ...

ბოლო დროს კომპანიის საყდრისის საბადოს სალიცენზიო ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებთან ...

ვრცლად

პრემიერი გურამ ოდიშარიას საყდრისთან დაკავშირებული პრობლემის სწრაფად მო ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ყველას" საყდრისის საბადოსთან და ...

ვრცლად

რის გამო დატოვა მარინა ბერიძემ კულტურის სამინისტრო?

ერთი კვირის წინ მარინა ბერიძემ "რუსთავი 2"-დან გადაცემის გაკეთების შემოთავაზება ...

ვრცლად
no_banner