no_bannerno_banner

"ქართული ხმები" 15 წლისაა - 1 მარტს ანსამბლი კონცერტს მართავს

ქართული ხმებიბოლო ორი კვირაა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს "ქართული ხმების" და ნიაზ დიასამიძის საინტერესო დუეტი ბორის გუგეშაშვილის სიმღერით "ბეჩა ყირამალა". ნიაზის ვერსია ბევრს უყვარს, არანაკლებ საინტერესო გამოვიდა ეს ვერსიაც. „ქართული ხმები“ 15 წლისაა. ანსამბლი იუბილეს ალბომითა და კონცერტით აღნიშნავს. 1მარტს ფილარმონიაში მათი ალბომის პრეზენტაცია და კონცერტია დაგეგმილი. კონცერტის რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა. ალბომზე ანსამბლი ორი წელი მუშაობდა. ის „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. ალბომი ორი სიდისგან შედგება და მას „საიუბილეო ალბომი“ ჰქვია. ერთში თანამედროვე არანჟირების ფოლკლორული კომპოზიციები შედის, მეორეში ქალაქური სიმღერები, ძველი ჰიტები და ახალი სიმღერები.

ზაზა შენგელია

ზაზა შენგელია, „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი: ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმით, რომ „ქართული ხმებისთვის“ საიუბილეო ალბომია. დიდი დრო დაიხარჯა რეპერტუარის შერჩევაში, ახლებური არანჟირების გააზრებაში, ჩაწერის პროცესიც რთულად მიდიოდა, დიდი სამუშაო იყო გასაწევი. ორი ამოცანა იდგა ჩვენს წინაშე: ერთი - გაგვეწია ანგარიში მათი მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის, მეორე - ამ ანგარიშთან ერთად ეს ალბომი მსმენელთათვის სიახლე ყოფილიყო, თუ რა ნოვაციით ხვდება იუბილეს ანსამბლი. ამდენად დილემის წინაშე ვიდექით - ტრადიციულ სტანდარტულ ფორმატში გაგვეკეთებინა სიდი ალბომი და თან თამამი და ნოვაციური ყოფილიყო. ალმობს განსაკუთრებული ელფერი მისცა „ქართულ ხმებთან“ საინტერესო კოლაბორაციამ - ნიაზ დიასამიძის, ზვიად ბოლქვაძის, რომა რცხილაძის, სალომე ბაკურაძის... ალბომშია რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, მარიკო კვალიაშვილის სიმღერები. ასევე მოხვდა სპეციალურად მათთვის დაწერილი ნატო გელაშვილის „თეთრ კლავიშებს“. ჯუმბერ ამანათაშვილის ორი ახალი სიმღერა. მიშა მდინარაძის და დავით მალაზონიას არანჟირებული სიმღერები. ასე რომ მრავალფეროვანი თაიგულია. ყველა ეს სიმღერა შეუყვარდება მსმენელს, როგორც ყველა მათ მიერ შესრულებული სიმღერა. „ქართულ ხმების“ შემადგენლობას ძალიან უყვარს ქართული სიმღერა, შრომისმოყვარეები არიან, იუმორი აქვთ. ვფიქრობ, მთლიანობაში ისეთი პროდუქტი გამოვიდა, როგორიც მათ და მათ თაყვანისმცემლებს ეკადრებათ.

კულტურა  |  პარასკევი, 14 თებ 2014 12:58
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

თბილისში სტამბოლის აია სოფიას რესტავრატორი ჩამოდის

27-29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზ ...

ვრცლად

კრისტიან როზეს უნიკალური ფოტო ნამუშევრების გამოფენა - თბილისის ჯაზ-ფეს ...

თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში დღეს საქართველოს ...

ვრცლად

მერაბ ნინიძე – "ხანდახან თბილისში რომ ვითამაშო, ბედნიერი ვიქნები"

მერაბ ნინიძე დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს.

ვრცლად
no_banner