no_bannerno_banner

თსუ-ს პროფესორები უნივერსიტეტის ფინანსურ შემოწმებას ითხოვენ

თსუთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ყიფიანი და ლალი ხიხაძე აკადემიური საბჭოს შეცვლის მოთხოვნით გამოდიან და შესაბამის უწყებებს თსუ-ს ფინანსური შემოწმებისკენ მოუწოდებენ.

როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, აკადემიურმა საბჭომ ნულამდე დაიყვანა უნივერსიტეტის ავტონომია. პროფესორები სახელწიფო უწყებებს უნივერსიტეტში შექმნილი სიტუაციით დაინტერესებას კანონის ფარგლებში სთხოვენ.

"მოვუწოდებთ პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტს და პროკურატურას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს შემოწმება რამდენად უზრუნველყოფილია უნივერსიტეტში მართვისა და კონკურსების საჯაროობა და გამჭვირვალობა, ხოლო განათლების სამინისტროს უზრუნველყოს უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება უნივერსიტეტში. სასამართლოში უნივერსიტეტის კონკურსებთან დაკავშირებულ სარჩელთა განხილვის პროცესში გამოვლინდა კომისიების არაკომპეტენტური პირებით დაკომპლექტების, საბუთებში ფაქტობრივი მონაცემების გაყალბებისა და აკადემიური არაკეთილსინდისიერი ქმედების, პოლიტიკური დევნის უამრავი ფაქტი, რაც საკონკურსო კომისიების მიკერძოებულობას, არაკომპეტენტურობას და ტენდენციურობას ადასტურებს. უნივერსიტეტი იმ შემთხვევაშიც კი არ აღადგენს უსამართლოდ განთავისუფლებულ პროფესორებს, როდესაც სასამართლო ადასტურებს დარღვევებს კონკურსების მიმდინარეობაში. დათხოვნილ პროფესორებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იგივე საათობრივ დატვირთვაში სამჯერ ნაკლებ ანაზღაურებას უხდის, ახდენს მათ დისკრიმინაციას, აკადემიური თავისუფლებისა და ღირსების შელახვას ინტელექტუალურ ექსპლოატაციას, ამასთან არღვევს პრინციპს პედაგოგების თანასწორი შრომის უფლების შესახებ და დაზოგილ ფინანსებს კი გაურკვეველი მიზნებით იყენებს. აკადემიურ საბჭოს წევრებს ეძლევათ ბოლო შესაძლებლობა თვითონვე გამოასწორონ შეცდომები, რომლებიც დაუშვეს ბოლო წლებში, როდესაც უნივერსიტეტის ავტონომია პრაქტიკულად თავისი ხელით გააუქმეს, მოსპეს აპელაციისა და გასაჩივრების შესაძლებლობა და შეამცირდა საჯაროობა უნივერსიტეტში, პროფესორებს შეუზღუდეს მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში. მოვუწოდებთ აკადემიურ საბჭოს წევრებს რექტორის არჩევისას იხელმძღვანელონ უნივერსიტეტის როგორც აკადემიური დაწესებულების ინტერესებით და ასახონ მათ არჩევანში აკადემიური საზოგადოების უმრავლესობის ინტერესები და არა პოლიტიკური დირექტივები", - აცხადებენ პროფესორები.

განათლება  |  ოთხშაბათი, 31 ივლ 2013 14:18
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება. განათლებისა ...

ვრცლად

EXCLUSIVE პრემიერის ახალ ინიციატივაზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საერთაშორისო განათლების ცენტრ ...

ვრცლად

ექსტერნატის გამოცდების თარიღი თვის ბოლოს გახდება ცნობილი

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც 2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში კონ ...

ვრცლად

კომპანია "ბოშთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია "რობერტ ბოშს" შო ...

ვრცლად

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!

პირვეკლკასელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო დ ...

ვრცლად
no_banner