no_bannerno_banner

გიგი უგულავამ "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა" გახსნა

გიგი უგულავალუბლიანას ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა" გიგი უგულავამ გახსნა, რომელშიც სამედიცინო ობიექტში 40 ადამიანია დასაქმებული.

სამედიცინო ცენტრში სტაციონარი, საოპერაციო ბლოკი, ინვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის ლაბორატორიები ფუნქციონირებს. თითოეული განყოფილება საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

"ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში" დანერგილია გინეკოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ნეიროენდოკრინოლოგიის მიმართულებები, წარმატებით ტარდება, როგორც ტრადიციული ქირურგიული, ასევე ლაპარასკოპიული, ფერტილოსკოპიური და ჰისტეროსკოპიული ოპერაციები.

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შეთავაზების მიზნით, სახელმწიფო სხვადასხვა სადაზღვევო პროექტებს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი კლინიკა ჩართულია სადაზღვევო პროექტში, რაც დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.

ცნობისთვის, 2012 წელს თბილისის მერიამ, სხვადასხვა კატეგორიის 120 000 ბენეფიციარი დააზღვია.

დედაქალაქი  |  ოთხშაბათი, 15 თებ 2012 11:48
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

თბილისის მერია დედაქალაქში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 10 ...

დედაქალაქის მერია თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 10 000 ლარს ა ...

ვრცლად

თბილისის სატელევიზიო ანძას მეხი დაეცა

წუხელ ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს, თბილისის სატელევიზიო ანძას მეხი დაეცა ...

ვრცლად

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

<სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება ...

ვრცლად
no_banner