no_bannerno_banner

გიგი უგულავამ "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა" გახსნა

გიგი უგულავალუბლიანას ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა" გიგი უგულავამ გახსნა, რომელშიც სამედიცინო ობიექტში 40 ადამიანია დასაქმებული.

სამედიცინო ცენტრში სტაციონარი, საოპერაციო ბლოკი, ინვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის ლაბორატორიები ფუნქციონირებს. თითოეული განყოფილება საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

"ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში" დანერგილია გინეკოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ნეიროენდოკრინოლოგიის მიმართულებები, წარმატებით ტარდება, როგორც ტრადიციული ქირურგიული, ასევე ლაპარასკოპიული, ფერტილოსკოპიური და ჰისტეროსკოპიული ოპერაციები.

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შეთავაზების მიზნით, სახელმწიფო სხვადასხვა სადაზღვევო პროექტებს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი კლინიკა ჩართულია სადაზღვევო პროექტში, რაც დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.

ცნობისთვის, 2012 წელს თბილისის მერიამ, სხვადასხვა კატეგორიის 120 000 ბენეფიციარი დააზღვია.

დედაქალაქი  |  ოთხშაბათი, 15 თებ 2012 11:48
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

მერია "ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მერია "ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შეს ...

ვრცლად
no_banner