no_bannerno_banner

თბილისის ზღვაზე ახალი აკვაპარკი აშენდება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი გასართობი ცენტრი "ჯინო პარკი" აშენდება. იქ საცურაო აუზები, ატრაქციონები და სწრაფი კვების ობიექტები განთავსდება. გასართობი კომპლექსი წელიწადის განმავლობაში 800 ათას ადამიანს მოემსახურება.

ინვესტორთა თქმით, მომსახურება იქნება სამი კატეგორიის და ღირებულება შეადგენს 20-50 ლარამდე. 50-ლარიანი პაკეტი იქნება VIP, სადაც შევა ყველანაირი მომსახურება.

პარკის მშენებლობას საფუძველი ინვესტორებთან ერთად გიგი უგულავამ ჩაუყარა. ის პროექტის დეტალებს გაეცნო და იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც მშენებლობაზე დასაქმდებიან.

"ეს ცენტრი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. თავად ზღვას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ შესაძლოა, ადამიანს არ სურდეს ზღვა და ამიტომ აქ უნდა გაერთოს". - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ტერიტორიაზე დროის სასიამოვნოდ გატარება წლის ნებისმიერ სეზონზე იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქი  |  პარასკევი, 15 ივნ 2012 15:30
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა +ფოტოკოლაჟი

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. წყნეთში და კოჟორში  თბილისის მერიის საგანგებ ...

ვრცლად

თოვლი და დაბალი ტემპერატურა - აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი უარესდება

დედაქალაქის მსგავსად მომდევნო ორი დღის განმავლობაში ნალექი თოვლის სახით მოსალოდნ ...

ვრცლად

თბილისში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოს დედაქალაქში თოვლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცი ...

ვრცლად
no_banner