no_bannerno_banner

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია

nikolaishviliსამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ამავდროულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარეა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაწვევის შედეგები შეაჯამა.

მიმდინარე წელს საგაზაფხულო გაწვევა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა და დანიშნულ ვადაზე ერთი თვით ადრე, 30 ივნისის ნაცვლად 31 მაისს დასრულდა.

2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 4400-მდე წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. წვევამდელთა წინსწრებით ჩარიცხვებსა და გაწვევის პროცესის წარმატებით განხორციელებას საკოორდინაციო ჯგუფის ორგანიზებულმა მუშაობამ შეუწყო ხელი, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.

საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტირებული შენობიდან განხორციელდა, სადაც წვევამდელებს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

თავდაცვა  |  ორშაბათი, 04 ივნ 2012 16:30
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა სააღდგომო პასკები რუსული წარწერებით მ ...

ავღანეთში ქართველ სამხედროებს სააღდგომო პასკები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ...

ვრცლად

ირაკლი ალასანია ორდღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ...

ვრცლად

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე ბატალიონის გაძ ...

ვრცლად

ირაკლი ალასანია - "ნაციონალებისთვის" რაღაცეების პატიება მოგვიწევს

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხელი ...

ვრცლად

EXCLUSIVE თავდაცვის სამინისტრო რუსულ წარწერებიან პასკებთან დაკავშირებუ ...

თავდაცვის სამინისტრო რუსულ წარწერებიან პასკებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გა ...

ვრცლად

აგვისტოს ომის შესახებ კვლევას თავდაცვის სამინისტრო თვის ბოლოს წარადგენ ...

აგვისტოს ომის შესახებ კვლევას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თვის ბოლოს წარადგ ...

ვრცლად
no_banner