no_bannerno_banner

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია

nikolaishviliსამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ამავდროულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარეა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაწვევის შედეგები შეაჯამა.

მიმდინარე წელს საგაზაფხულო გაწვევა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა და დანიშნულ ვადაზე ერთი თვით ადრე, 30 ივნისის ნაცვლად 31 მაისს დასრულდა.

2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 4400-მდე წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. წვევამდელთა წინსწრებით ჩარიცხვებსა და გაწვევის პროცესის წარმატებით განხორციელებას საკოორდინაციო ჯგუფის ორგანიზებულმა მუშაობამ შეუწყო ხელი, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.

საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტირებული შენობიდან განხორციელდა, სადაც წვევამდელებს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

თავდაცვა  |  ორშაბათი, 04 ივნ 2012 16:30
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

ელენე ხოშტარია - შესყიდვების სისტემა, ნატო-ს შეფასების საგანი იყო და კ ...

პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას სოციალ ...

ვრცლად

ნატო-ს ელჩები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით დაინტე ...

ნატო-ს  ელჩები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების  დაკავებით დაინტე ...

ვრცლად

ალასანია არის ეფექტური მინისტრი, მე არ მგონია, რომ ის მიდის - გიორგი მ ...

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროში არსებულ ვითა ...

ვრცლად

ექსკლუზივი - ირაკლი ალასანიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

კომპანია „დელტა კომის“ სკანდალური საქმის შემდეგ შესაძლოა თავდაცვის მ ...

ვრცლად

ექსკლუზივი - დარჩება თუ არა ალასანია პოსტზე? - მინისტრი განცხადებას თა ...

დარჩება თუ არა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პოსტზე ამაზე განცხადებას მინის ...

ვრცლად

ექსკუზივი - ხუხაშვილი ალასანიას ვიზიტის შეწყვეტას ვარაუდობს

ექსპერტი, გია ხუხაშვილი თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიას უცხოეთში ვიზიტის შეწ ...

ვრცლად
no_banner