no_bannerno_banner

"საქართველოს ფოსტაში" ვანო მერაბიშვილის კადრი ლევან გაჩეჩილაძის კადრმა ჩაანაცვლა

"საქართველოს ფოსტის" მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა... 16 ნოემბერს ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლევან სანაძე შეცვალა. ინფორმაცია "პრაიმტაიმს" პირადად ლევან ჩიკვაიძემ დაუდასტურა, თუმცა მოუცლელობის გამო ინტერვიუ არ შედგა.

ლევან ჩიკვაიძე ამ დრომდე საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგას" წარმოადგენდა. მან ეს ორგანიზაცია ლევან გაჩეჩილაძესთან, გოგა ხაინდრავასთან და კოკა გუნცაძესთან ერთად დააფუძნა, მანამდე კი გაჩეჩილაძის "დაიცავი საქართველოს" სახელით აქტიურობდა. ჩიკვაიძე განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ არენაზე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. "ამომრჩეველთა ლიგა" ყოველთვის უარყოფდა, თუმცა კულუარებში არავინ მალავდა, რომ ამ ორგანიზაციას რეალურად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ორგანიზაციამ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სიების კარდაკარ გადამოწმება, არჩევნების დღეს კი ეგზიტპოლების ჩატარება ითავა. სავარაუდოდ, ლევან ჩიკვაიძე ფოსტაში საკუთარი გუნდით მივა და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ქვეყნის უმსხვილეს საფოსტო კომპანიაში მალე ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და კოკა გუნცაძეც გამოჩნდნენ. რაც შეეხება ყოფილ გენერალურ დირექტორს... ფოსტის ხელმძღვანელობამდე ლევან სანაძე შსს-ს მომსახურების სააგენტოს ედგა სათავეში და ყოველთვის ვანო მერაბიშვილის კადრად განიხილებოდა.

ცნობისთვის: "საქართველოს ფოსტა" 100 პროცენტით სახელმწიფოს მფლობელობაშია და ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა. მის საკუთრებაშია 87 000 კვ.მ მიწის ფართი და 100 000 კვ.მ ფართის შენობა. "საქართველოს ფოსტას" ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ობიექტი აქვს. მარტო თბილისში ის რამდენიმე ათეული განყოფილებითაა წარმოდგენილი.

ფოსტის პრივატიზების საკითხი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში, თუმცა 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღო. როგორც განმარტავდნენ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ობიექტი ფეხზე დააყენოს, მომგებიან საწარმოდ აქციოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდოს. მთავრობა "საქართველოს ფოსტის" მომგებიან ბიზნესად ტრანსფორმაციას, მაქსიმუმ, 1,5 წელიწადში გეგმავდა.

2011 წლის 11 აგვისტოს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ „ლექსორ კაპიტალ კორპმა“ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი ლატარიის 70 პროცენტი 5-წლიანი მართვის უფლებით "საქართველოს ფოსტას" გადააბარა. იმდროინდელი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ლატარიის კომპანიებისა და ფოსტების ურთიერთთანამშრომლობა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ასეთი კოოპერაცია კომპანიას ხარჯების შემცირებისა და მოგების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ფოსტა" ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ობიექტს ფლობს, რაც ყოფილი ხელმძღვანელობის ვარაუდით, ლატარიის კომპანიას რეგიონული სადისტრიბუციო ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს. ეფექტიანი მენეჯმენტისთვის სახელმწიფომ კომპანიას კიდევ ერთი შეღავათი მისცა – რამდენიმე თვის წინ "ლატარიის კომპანია" დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლა, რის შემდეგაც კომპანიაში განმარტეს, რომ "საქართველოს ფოსტა" ლატარიის ახალი სახეობის დამატებასა და ლატარიის კომპანიის წლიური ბრუნვის 50 მლნ ლარამდე გაზრდას აპირებს.

მირიან ბოქოლიშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"

პოლიტიკა  |  შაბათი, 24 ნოე 2012 20:18
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ეკა ბესელია - ხაჩიძის ადგილი თეატრის სცენაზეა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით გოგ ...

ვრცლად

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი - საქართველო დღეს არის სამართლებრივი სახელმწი ...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი განცხადებით, საქრთვ ...

ვრცლად

პრემიერი გურამ ოდიშარიას საყდრისის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს v ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარი ...

ვრცლად

EXCLUSIVE მამუკა ჟღენტი - რუსეთს ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაძაბოს ვითა ...

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის განცხადებით, რუსეთი პასპორტი ...

ვრცლად

როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი აღდგომას Video

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აღდგომას, ნიუ იორკში, ქართველ ემიგრანტებთან ერთად ...

ვრცლად

ვინ არიან სპეცრაზმელები, რომელთა განცხადების საფუძველზე ერეკლე კოდუას ...

ერეკლე კოდუას ადვოკატი, ოთარ კახიძე, სოციალურ ქსელში იმ განცხადებას აქვეყნებს, რ ...

ვრცლად
no_banner