no_bannerno_banner

"საქართველოს ფოსტაში" ვანო მერაბიშვილის კადრი ლევან გაჩეჩილაძის კადრმა ჩაანაცვლა

"საქართველოს ფოსტის" მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა... 16 ნოემბერს ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლევან სანაძე შეცვალა. ინფორმაცია "პრაიმტაიმს" პირადად ლევან ჩიკვაიძემ დაუდასტურა, თუმცა მოუცლელობის გამო ინტერვიუ არ შედგა.

ლევან ჩიკვაიძე ამ დრომდე საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგას" წარმოადგენდა. მან ეს ორგანიზაცია ლევან გაჩეჩილაძესთან, გოგა ხაინდრავასთან და კოკა გუნცაძესთან ერთად დააფუძნა, მანამდე კი გაჩეჩილაძის "დაიცავი საქართველოს" სახელით აქტიურობდა. ჩიკვაიძე განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ არენაზე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. "ამომრჩეველთა ლიგა" ყოველთვის უარყოფდა, თუმცა კულუარებში არავინ მალავდა, რომ ამ ორგანიზაციას რეალურად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ორგანიზაციამ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სიების კარდაკარ გადამოწმება, არჩევნების დღეს კი ეგზიტპოლების ჩატარება ითავა. სავარაუდოდ, ლევან ჩიკვაიძე ფოსტაში საკუთარი გუნდით მივა და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ქვეყნის უმსხვილეს საფოსტო კომპანიაში მალე ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და კოკა გუნცაძეც გამოჩნდნენ. რაც შეეხება ყოფილ გენერალურ დირექტორს... ფოსტის ხელმძღვანელობამდე ლევან სანაძე შსს-ს მომსახურების სააგენტოს ედგა სათავეში და ყოველთვის ვანო მერაბიშვილის კადრად განიხილებოდა.

ცნობისთვის: "საქართველოს ფოსტა" 100 პროცენტით სახელმწიფოს მფლობელობაშია და ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა. მის საკუთრებაშია 87 000 კვ.მ მიწის ფართი და 100 000 კვ.მ ფართის შენობა. "საქართველოს ფოსტას" ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ობიექტი აქვს. მარტო თბილისში ის რამდენიმე ათეული განყოფილებითაა წარმოდგენილი.

ფოსტის პრივატიზების საკითხი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში, თუმცა 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღო. როგორც განმარტავდნენ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ობიექტი ფეხზე დააყენოს, მომგებიან საწარმოდ აქციოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდოს. მთავრობა "საქართველოს ფოსტის" მომგებიან ბიზნესად ტრანსფორმაციას, მაქსიმუმ, 1,5 წელიწადში გეგმავდა.

2011 წლის 11 აგვისტოს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ „ლექსორ კაპიტალ კორპმა“ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი ლატარიის 70 პროცენტი 5-წლიანი მართვის უფლებით "საქართველოს ფოსტას" გადააბარა. იმდროინდელი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ლატარიის კომპანიებისა და ფოსტების ურთიერთთანამშრომლობა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ასეთი კოოპერაცია კომპანიას ხარჯების შემცირებისა და მოგების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ფოსტა" ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ობიექტს ფლობს, რაც ყოფილი ხელმძღვანელობის ვარაუდით, ლატარიის კომპანიას რეგიონული სადისტრიბუციო ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს. ეფექტიანი მენეჯმენტისთვის სახელმწიფომ კომპანიას კიდევ ერთი შეღავათი მისცა – რამდენიმე თვის წინ "ლატარიის კომპანია" დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლა, რის შემდეგაც კომპანიაში განმარტეს, რომ "საქართველოს ფოსტა" ლატარიის ახალი სახეობის დამატებასა და ლატარიის კომპანიის წლიური ბრუნვის 50 მლნ ლარამდე გაზრდას აპირებს.

მირიან ბოქოლიშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"

პოლიტიკა  |  შაბათი, 24 ნოე 2012 20:18
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

ზაქარია ქუცნაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობა სურს

საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ, ზაქარია ქუცნაშვილის განცხა ...

ვრცლად

მამუკა არეშიძე – შსს-ს სტატისტიკა კარგია, მაგრამ სრული არ არის

ექსპერტი, მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, შსს მიერ გამოქვეყ ...

ვრცლად

პრემიერი უჩა ნანუაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ...

ვრცლად

დღეს გამოჩნდა, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა - პრემიერი უშიშრო ...

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც ...

ვრცლად

სააკაშვილს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების ეშინია - ფარული ჩანაწერი

სააკაშვილს მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების ეშინია. ამის შესახებ რუსი მსახ ...

ვრცლად

არასამთავრობო ორგანიზაცია ალასანიასა და მისი მოადგილის პასუხისგებაში მ ...

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ყველა თაობა“ თავდაცვის სამინისტროს ტენდე ...

ვრცლად
no_banner