no_bannerno_banner

თინათინ ბოკუჩავა - წულუკიანის მამას 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი

ბოკუჩავასაპარლამენტო უმცირესობის წევრს თინათინ ბოკუჩავას განცხადებით იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მამას 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.

როგორც ბოკუჩავამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა საინტერესოა იღებს თუ არა რჩევებს წულუკიანი მამამისისგან.

"გუშინ მოვისმინე იუსტიციის მინისტრის ძალიან მწვავე განცხადება, რომელიც პირველი არ არის, მსგავსი პრეცედენტი მანამდეც ყოფილა, მაგრამ ეს სიძულვილის ენის გამოყენების ზღვარს სცდება. მან ძალიან ბევრი უცნაური განცხადება გააკეთა, მათ შორის, ვის შეუძლია და ვის არა, რომ ჩვენს თავისუფალ სახელმწიფოში ილოცოს, მაგრამ დღეს ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. დღეს მინდა, ვისაუბრო ქალბატონი წულუკიანის მუდმივ თავდასხმაზე სასამართლოზე. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც მოვიდა თითქოსდა სამართლიანობის აღდგენის მანდატით. მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში მისი პირადი მრჩეველი არის ავთანდილ წულუკიანი. ეს გახლავთ მისი მამა. ავთანდულ წულუკიანი არის პიროვნება, რომელიც იყო მოსამართლე მრავალი წლის მანძილზე, 1991-1997 წლებში. ამ ხნის განმავლობაში მან 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველწლიურად ეს ადამიანი ხელს აწერდა სასიკვდილო განაჩენებს. ამ მართლა შემაშფოთებელი რეკორდით ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მე მაინტერესებს, იღებს თუ არა დღეს იუსტიციის მინისტრი პირად რჩევებს ამ პიროვნებისგან, რომელსაც შემზარავი და ბნელი წარსული გააჩნია", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ავთანდილ წულუკიანის "სისხლიანი საქმიანობა" მას შემდეგ დამთავრდა, რაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

"ამის შემდეგ მან უარი განაცხადა მოსამართლეთა გამოცდების ჩაბარებაზე, რაც სასამართლო რეფორმის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. შემდეგ კი შევარდნაძის მთავრობამ ის პროკურატურას შეაფარა. მის ამ საქმიანობას წერტილი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაესვა, როდესაც ავთანდილ წულუკიანი ქრთამის აღების ბრალდებით გაათავისუფლეს. წულუკიანის მიერ გამოტანილ განაჩენებზე ინფორმაცია საჯაროა ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

პოლიტიკა  |  ოთხშაბათი, 09 იან 2013 17:18
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

სექტემბრიდან საქართველოში ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პრ ...

ვრცლად

უმრავლესობა სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობა ექს-პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისკენ ...

ვრცლად

პრემიერის თქმით, სააკაშვილს პასუხს ობიექტური გამოძიება გასცემს

მას შემდეგ, რაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუყურე და ამ საამაყო ჯარისკაცების გვერდით ...

ვრცლად

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სხდომას მართავს

მთავრობა განახლებული შემადგენლობა  პირველად შეიკრებას ამ წუთებში მთავრობის ...

ვრცლად

ვინ და რატომ დაგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სააკაშვილის მხარდ ...

ვინ და რატომ დაგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სააკაშვილის მხარდამჭერი გან ...

ვრცლად

ევროკავშირი სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებით შეშფოთებულია

მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას ევროკავშირი ეხმაურება. ორგანიზაცია ფაქტი ...

ვრცლად
no_banner