no_bannerno_banner

EXCLUSIVE პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი "ნაცმოძრაობას" ქონების წართმევაში ადანაშაულებს

fazil alievფაზილ ალიევი საქართველოში მცხოვრები აზეირბაჯანელების საერთაშორისო ორგანიზაციის  და პოლიტიკური პარტიის "შენთვის საქართველო" თავმჯდომარეა. ასლან აბაშიძის ფრაქცია "აღორძინების" სიით დეპუტატიც იყო. თუმცა, ვარდების რევოლუციის შემდეგ ადგილიც დაკარგა და ქონებაც.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ამბობს, რომ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა.

ჩვენი რესპოდენტი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან  მის მიმართ განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობს და იმ ჩინოვნიკების ვინაობასაც ასახელებს, რომლებმაც ქონება წაართვეს. მოქმედების მთავარ "გმირად" კუდ-ის მაშინდელი უფროსის დათა ახალაიას მოადგილეს ვაჟა ლელუაშვილს ასახელებს.  

"ვარდების რევოლუციის დროს, როცა პარლამენტში სააკაშვილის და მისი მომხრეები შემოიჭრნენ, პარლამენტში ვიჯექი. მანამდე გარდაბნის მერი ვიყავი. ჯერ კიდევ 2001 წელს, რეგიონის მაშინდელი გუბერნატორი ლევან მამალაძე დაინტერესდა ჩემი ქონებით.  მე და მამაჩემს ორი ფირმა - შპს „ნური“ და „ალი“ გვქონდა. ფონიჭალაში ვმუშობდით. მოსახლეობისთვის და სახელმწიფო ობიექტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ვუზრუნველყოფდით. როდესაც ფირმა კარგ მოგებაზე წავიდა, ლევან მამალაძემ ,  შემდეგ კი ვაჟა ლელუაშვილმა (კუდ-ის ხელმძღვანელის დათა ახალაიას მოადგილე, პარლამენტარი) ჩემთვის ქონების წართმევა მოინდომეს. პირდაპირ მეუბნებოდნენ, გადმოგვაბარეო. სერიოზული პრობლემები შემიქმნეს.  ფირმების შესამოწმებლად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები შემომიგზავნეს. როცა ნახეს, რომ  ყველაფერი კანონიერად მქონდა, ჩემზე ზეწოლა დაიწყეს. ჯერ სიტყვიერად მემუქრებოდნენ, შემდეგ ფიზიკურ ზეწოლაზე გადავიდნენ.  შვილების გატაცებით მემუქრებოდნენ, მერე ჩემი გატაცებაც სცადეს. ჩემი შვილები ქართულ ენოვან სკოლაში სწავლობდნენ. ბავშვების გატაცება სცადეს, მაგრამ მასწავლებელმა გადამალა. ამის შემდეგ ფონიჭალაში, აზეირბაჯანულ სკოლაში გადმოვიყვანე. ამის თაობაზე „რუსთავის2“-ის მაშინდელ გადაცემაში „60 წუთი“ სიუჟეტიც გავიდა.  2001 წლის 7 დეკემბერს ფონიჭალაში, ჩემს ოფისში ასზე მეტი ავტომატიანი ნიღბიანები შემოცვივდნენ. გამიტაცეს, უნდოდათ ბანკში წავეყვანეთ, რომ ქონება გადამეფორმებინა, მაგრამ მოსახლეობამ გზა გადაკეტა, წინააღმდეგობა გაუწია. წამიყვანეს შსს-ში, მაშინ მინისტრი კახა თარგამაძე იყო. მისი მოადგილე ბაკურაძე შემხვდა. მითხრა, შენზე ინფორმაცია გვაქვს, რომ  საშიში პიროვნება ხარო. იმ დროს ფონიჭალის დეპუტატი ვიყავი. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ.  შსს-ში ასე მითხრეს, რომ ვინმე ვასილ ფაშეევმა, რომელიც სამინისტროში ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა, თითქოს სპეცოპერაცია თვითნებურად ჩატარა. მაშინვე პროკურატურას მივმართე. თუმცა, შედეგი არაფერი. ჩვენს ოფისში მე და მამაჩემს მაგრად გვცემეს. ცემის შედეგად მამამ მხედველობა დაკარგა. ფაქტი დღესაც გამოძიებული არ არის."- ამბობს ალიევი.

მისივე თქმით, მისი და მისი ოჯახის ტერორი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომაც გაგრძელდა და "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღემდე გაგრძელდა. 

"ჩემი დიდი უბედურება მათი მოსვლის მერე დაიწყო. ყველაფერი წამართვეს. ჩემთან მოვიდა სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი გოგი თავთუხაშვილი და  მითხრა, ჩვენთან გადმოდიო, რაზეც უარი ვუთხარი. ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებაო. მე ვუთხარი, რომ არ მინდა პოლიტიკაში. "ნაციონალური მოძრაობა" არ მომწონდა, რადგან სათავეში არაეროვნული ძალები მოვიდნენ. ისინი უცხო სახელმწიფოს აგენტები იყვნენ, რომელთა მიზანი საქართველოს დაშლა იყო. რაც გააკეთეს. პრაქტიკულად, აფხაზეთი  და ოსეთი დავკარგეთ. ხალხი ტერორის ქვეშ იყო. ბიზნესმენებს ათიათასობით ქონება წაართვეს. ვაჟა ლელუაშვილმა წამართვა ჩემი გაზსადენიდ მილები. გაზით იყო  დაინტერესებული. გაზეთში განცხადება გამოაქვეყნენ, თითქოს ჩემი ქონება უპატრონო იყო. დღეს ჩემი ქონება "ყაზტრანსგაზის" დაქვემდებარებაშია. სასამართლოში ვიჩივლე. პირველი პროცესი მოვიგე. შემდეგ საოლქოში გაასაჩივრეს, სადაც საქმე ნაწილობრივ მოვიგე. მერე ისევ უკან დააბრუნეს და საბოლოოდ ყველაფერი წამართვეს. ჩემთვის ქონების წართმევაში დილარ ხაბულიანიც მონაწილეობდა. მაშინ ის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ეროვნული მოძრაობიდან ერთად მოვდიოდით. 2005 წლის 3 ივნისს ღამის სამ საათზე ჩემს სახლში დაახლოებით 80-მდე ნიღბიანი და ავტომატიანი პირები შემოიჭრნენ. დაიწყეს სროლა. ჩემს 12 წლის შვილს "რეკაშეტით" 2 ტყვია მოხვდა. მეც მქონდა იარაღი და ვისროდი, ჩემს ოჯახს ვიცავდი. მამაჩემმა იმღამინდელი თავდასხმის შედეგად ინსულტი მიიღო, გარდაიცვალა." - ამბობს ალიევი.  

რესპოდენტის თქმით, არც ერთი ფაქტი დღემდე გამოძიებული არ არის.

"სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან  იგივე მოსამართლეებია, ვინც თავის დროზე ჩემს საქმეზე უკანონო განაჩენი გამოიტანეს. თუ არ დამიბრუნებენ, მაშინ  ჩემთვის რა მნიშვნერლობა აქვს ხელისუფლებაში "ნაციონალები" იქნებიან თუ "ოცნება"?  ჩემი ქონების უკან დაბრუნებას ვაპირებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს მომხრეებთან ერთად ფეხზე დავდგებით და მსოფლიოს დავანახებ რა ხდება საქართველოში." - ამბობს ალიევი. 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "პრაიმტაიმის" დღევანდელ ნოემრში.

პოლიტიკა  |  ორშაბათი, 24 მარ 2014 13:05
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

რიჩარდ ნორლანდი – აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორ ...

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გ ...

ვრცლად

გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყ ...

საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ი ...

ვრცლად

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრა დღეს გა ...

პრემიერ–მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ოჯახური ძალადობის შე ...

ვრცლად

მიხეილ ხუბუტია "Ильинское подворье"-ს ერთადერთი მესაკუთრე გახდა

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ღია სააქციო ს ...

ვრცლად

გიორგი მარგველაშვილი – რუსეთის პოლიტიკა მსოფლიო რუკას ყოველდღიურად ცვლ ...

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფე ...

ვრცლად

მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინის ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუქსემბურ ...

ვრცლად
no_banner