no_bannerno_banner

ავთანდილ საყვარელიძე - ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წილი კეზერაშვილის უშუალო დავალებით დამათმობინეს

საყვარელიძესააქციო საზოგადოება ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძე ვაგონმშენებელი ჰოლდინგის წარმომადგენელთა განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ თავის დროზე მას წილი ჰოლდინგის დღევანდელი მეპატრონის ბადრი წილოსანის მისამართით ძალით დავით კეზერაშვილის უშუალო დავალებითა და ჩარევით დაათმობინეს.

როგორც საყვარელიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა დღეს მან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

"დაბარებული ვყავდით ფინანსურ პოლიციაში დავით ქარსელაძის კაბინეტში,  სადაც გადმომცეს  კეზერაშვილის დანაბარები, რომ ბადრი წილოსანი არის მისი მეგობარი და მე მისთვის უნდა მიმეცა ჩემთვის კუთვნილი აქციები. მე ამაზე უარი განვაცხადე, რის შემდეგაც დავით ქარსელაძე და 50 ბანდიტი ღამის საათებში შემომივარდა სახლში და იარაღის ძალით, შუაღამით გადამაფორმებინეს აქციები ბადრი წილოსანზე. მე ხელთ მაქვს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და გეტყვით იმასაც, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავი სწორედ იქ იზეიმა მიხეილ სააკაშვილმა", - აცხადებს საყვარელიძე.

ეკონომიკა  |  ოთხშაბათი, 26 ივნ 2013 14:56
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს ხვალისთვის დაგეგმილი ოფიციალური მიღების მენიუ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 23 აპრილისთვის დაგეგმილი აზიის განვითარების ბანკ ...

ვრცლად
no_banner