no_bannerno_banner

დათო არჩვაძე შეყვარებულია

დათო არჩვაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, "სიყვარულის კომპოზიტორი" შეყვარებულია. გამოჩნდა ქალი, რომელმაც თითქმის ყველაფერი შეცვალა და შეყვარებული რომეოს ყოველდღიურობას სიხალისე შემატა. ერთი კვირის წინათ, როცა პირადზე ვკითხე, მიპასუხა - ამწამს კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაღაც კარგი დაიწყოო. ახლა კი ამ რაღაც კარგის დაწყების მიზეზს სიღნაღში დათოს პირველი ალბომის „ეს ქალაქიას“ პრეზენტაციაზე, მის გვერდით მოვკარი თვალი. დათოს რჩეული, ეთუნა ფარეხელაშვილი საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოფრინდა. წყვილი ერთმანეთს წლების წინ ძალიან კარგად იცნობდა, მერე კი იყო ეთუნას ამერიკაში გამგზავრება, ათწლიანი პაუზა და ახალი წლის დღეებში ხელახალი შეხვედრა კლუბ „სენატში“.

დათომ ეთუნასთვის უკვე სიმღერების დაწერაც მოასწრო. ეს სიმღერები „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერილ დათოს პირველ ალბომშია შესული, თუმცა სიღნაღში, ახლადგახსნილ სასტუმრო „კაბადონში“ გამართულ პრეზენტაციაზე მისული სტუმრებისთვის ეს ფაქტი უცნობი დარჩა. დღეიდან კი, მხოლოდ „პრაიმტაიმით“ ყველანი გაიგებთ, ვინ არის არჩვაძის რჩეული, რომელმაც „სიყვარულის კომპოზიტორს“ ცხოვრება თავიდან დააწყებინა.

 

დათო არჩვაძე: "ეთუნა ჩემი ბავშვობის მეგობარია, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. თუმცა მაშინ ერთამანეთი არ გვყვარებია, უბრალოდ, ვმეგობრობდით. ხომ არის მომენტი, რომ სხვა რაღაც გაგეხსნება. მეც ასე დამემართა. იანვარში აქ იყო ჩამოსული და... მოკლედ, რაღაც მოხდა... კლუბ სენატში ვნახე, ჩემი და ბიჭების კონცერტი იყო. მე სცენიდან სიმღერა მივუძღვენი. თან გამოვაცხადე, ვუძღვნი მეგობარს, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. ამ საღამოდან აშკარად რაღაც დაიწყო. მერე მალევე გაემგზავრა და ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით უკვე ყოველდღე ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. ყოველდღე კი არა, დღედაღამ".

- ვატყობ, ძალიან შეგცვალა დიდი ხნის უნახავი მეგობრის გამოჩენამ, რაღაც სხვანაირად ხარ შემართული.

- კი, მეც ვამჩნევ ამ ცვლილებას ჩემში, მუსიკასაც ეტყობა, სხვა სილაღეა.

- ამ სილაღემ ახალი მუსიკაც ხომ არ დაგაწერინა?

- ამ ახალმა გრძნობამ და სიმპათიამ უკვე სამი სიმღერა დამაწერინა და საერთოდ სხვა მუხტის. ერთ-ერთი სიმღერა ტრიალებს უკვე რადიოში და ძალიან ცნობილი და პოპულარულია უკვე, მეორე დღესვე შეიყვარა მსმენელმა. „მიყვარხარ, მაგ ღიმილს მოგტაცებ“, ასე ჰქვია, დეკანოზ თალმას ჩოხელის ლექსზეა. რაღაცნაირად გამოძახილია იმ მდგომარეობის რაღაც რომ იწყება. სხვათა შორის სიმღერის ბოლო სტროფი ამ სიტყვებით მთავრდება, ცხოვრებას დავიწყებ თავიდან.

- და ესე იგი ცხოვრებას თავიდან იწყებ?

- ვაპირებ, რატომაც არა.

- ეს შენი მეუღლის შემდეგ პირველი სიყვარულია?

- სიყვარულის დასაწყისია, ნელ-ნელა ღვივდება, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...

- თუმცა შემოგპარვია უკვე, სამი სიმღერის მიძღვნა ისე არ ხდება... როგორც შენი შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან ჩანს, სიყვარული გაწერინებს...

- პრინციპში კი, თუ დავფიქრდებით, მართალაც ასეა. ძალიან დიდ ძალას მაძლევს. რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს გრძნობას, ზოგი ადამიანი მგრძნობიარეა, ზოგი ნაკლებად. ალბათ, მე ძალიან მგრძნობიარე ვარ, ეს ყველაფერი გარემოება, კეთილი და კარგი რაღაცები, განსაცდელიც გაძლევს სტიმულს, რომ სიმღერა შექმნა.

- როგორ შეგიფასა ეთუნამ სიმღერა და სად მოასმენინე?

- ძალიან მოეწონა... პირადად ვუმღერე.

- როგორია ეთუნა?

- სასწაული ადამიანია, ყველაფრით გამორჩეული, ძალიან თბილია. ასე რომ ცხოვრებას დავიწყებ თავიდან. იმდენი მსგავსება აღმოვაჩინეთ, რომ გაოცებულები დავრჩით. თან როცა ადამიანს მთელი ცხოვრება იცნობ და იცი რომ განსაკუთრებულია, ესეც ძალიან დიდ როლს თამაშობს.

- როცა დეპრესიული პერიოდი გქონდა, ალბათ, მაშინ ფიქრობდი ვერ გამოვძვრებიო, ალბათ, სოფოს შემდეგ ვერც ახალ სიყვარულს წარმოიდგენდი, რას ურჩევთ მათ, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლა?

- იმ დროს, რაღაც დროს, არც ფიქრობ გამოძრომაზე, მაგრამ მერე დგება მომენტი, როცა სამუდამო წერტილს სვამ, და იცი, რომ ძველს აღარასოდეს მიუბრუნდები. ეს უნდა გააკეთოს ყველამ, დასვას წერტილი და სცადოს ყველაფრის თავიდან დაწყება. ეს ბუნებრივად ხდება, ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზად უნდა გაგრძელდეს, ვიდრე აქამდე იყო.

- მახსოვს, სოფოზე ამბობდი, ერთადერთი და განუმეორებელიაო.

- მქონდა ასეთი პერიოდიც, მეგონა, რომ იმის იქით არავინ იქნებოდა, მაგრამ ერთ დღესაც სამუდამოდ დაესვა ამ ყველაფერს წერტილი. ორი წელი რაღაცის იმედად ვიყავი, ბევრი სიურპრიზებიც ვაკეთე, მაგრამ...

-ეთუნას თუ უკეთებ სიურპრიზებს?

- კი, ისრაელიდან ჩამოვუტანე წმინდა რაღაცები.

- დათო, როცა ეთუნას ცოლად მოიყვან, ამერიკაში იცხოვრებთ თუ საქართველოში?

- ეთუნა ამერიკაში მუშაობს და კონტრაქტს ვერ გაწყვეტს. მე ნოემბერში გასტროლებზე მივდივარ. ალბათ, იქეთ აქით ვივლით.

- ქორწილი და ჯვრისწერა უკვე დაგეგმეთ?

- არა, რადგან არის რაღაც პრობლემები, რაც მოსაგვარებელია. მერე კი ჯვრისწერა და ქორწილიც იქნება... მთავარია, რომ დაიწყო. ეს მარცვალია ყველაზე დიდი ბედნიერება. თუმცა დროა საჭირო, რომ ეს გრძნობა გაღვივდეს.

 

ეთუნა ფარეხელაშვილი

ეთუნა ფარეხელაშვილი: არაჩვეულებრივი საღამოა ყველაფერი ულამაზესია, რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე, რომ დათო არის უნიჭიერესი ადამიანი და ამასთან ერთად უნიჭიერესი ხალხი უდგას გვერდით. ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრით. იმედია, ყველა ნასიამოვნები დარჩა.

-როგორც ვიცი ბავშვობის მეგობრები ხართ, როგორი იყო დათო წლების წინ და რამდენად ჩანდა მაშინ, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?

-მთელი ცხოვრება დათო იყო ძალიან ღვთისნიერი და უსაყვარლესი ადამიანი. ყოველთვის იყო ჭკვიანი, გაღიმებული და ძალიან კარგი. ადამიანობით ყველასგან გამოირჩეოდა. ეტყობოდა, ნიჭიერი რომ იყო, მაგრამ ასეთი წარმატება შეიძლება ყველას არ ჰქონოდა. ამიტომ ასე მგონია, რომ ეს ღვთის წყალობაც არის და იმ ხალხის დამსახურებაც, რომელიც გარშემო ჰყავს. ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, ამიტომ თითქმის ყოველთვის გვქონდა კონტაქტი და ვიცოდი, რა ხდებოდა არამარტო დათოს ცხოვრებაში, მთლიანად საქართველოში. ინფორმაციული კონტაქტი არასოდეს გამიწყვეტია ჩემს მეგობრებთან.

-როგორც ვიცი, სამი სიმღერა დათომ უკვე მოგიძღვნათ.

-მოდით, ამაზე დათომ გააკეთოს კომენტარი.

-დათომ უკვე გამიკეთა კომენტარი, მე თქვენი გრძნობა მაინტერესებს. როგორც გავიგე, სიყვარულიც შემოგპარვიათ ნელ-ნელა...

-მაშინ დათოს ინტერვიუს დაეყრდენით, ასე ჯობია. თუ ნებას დამრთავთ, ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, დღევანდელი დღე იმდენად მნიშვნელოვანია, მირჩევნია, დათოს შემოქმედებაზე ვისაუბროთ.

-უბრალოდ მაინტერესებდა, თუ როგორ იმოქმედა თქვენზე ამ სიმღერებმა.

-რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი გაიხარებს და ბედნიერი იქნება, სიმღერას თუ მიუძღვნიან, არსებობს რაღაც შინაგანი განცდა, რომელიც ყველას მიანიჭებს დიდ სიხარულს და გულს აუჩქროლებს.

-დათო ისე გვიყვარს ყველას, რომ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გავიგეთ, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა საყვარელი ადამიანი, რომელმაც, როგორც ვხედავთ, ბევრად ხალისიანი გახადა და ძალიან შეცვალა.

-საერთოდ, დათოს ყველა უყვარს, არ არსებობს, ადამიანი, რომელზეც დათო გადაკრულს იტყვის. ადამიანმა რაც არ უნდა ცუდი ჩაიდინოს, მაინც მოუძებნის ისეთ რამეს, რითაც მის საქციელს გაამართლებს. დათო არის ისეთი დადებითი პიროვნება, რომელიც ყველაში პოულობს დადებითს და იმ კუთხით უყურებს, ამიტომ არ მიკვირს არავისგან, რომ უყვართ ის, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

-უჩვეულო იყო მის ცხოვრებაში თქვენი გამოჩენა. ამიტომ გითხარით.

-ამაზე კომენტარის გაკეთება მართლა არ მინდა.

-დათომ მითხრა, მე და ეთუნა ძალიან ვგავართ ერთმანეთსო.

-კი, ძალიან, ბავშვობიდანვე ბევრი რამ ემთხვეოდა - ჩვენი აზრები, ხასიათი, ქცევა. ძალიან ხშირად, როდესაც ვმსჯელობთ, ერთი და იგივე აზრი გვაქვს. ამაში მართლა ვგავართ ერთმანეთს. გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს. ეს შეიძლება იმის გამო, რომ ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობთ, საერთოდ ახლო მეგობრები ერთმანეთს ემსგავსებიან ხოლმე.

-ეთუნა, ბავშვობაშიც იყო თქვენს შორის ურთიერთსიმპათია?

-ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და უზომოდ დიდი პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის მიმართ, დღემდე ასეა, არაფერი შეცვლილა.

-მაგრამ, როგორც დათოსგან გავიგე, 10 წლის მერე სულ სხვა რაღაც გაჩნდა...

-მოდით, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

დეა თავბერიძე გაზეთი "პრაიმტაიმი"

საზოგადოება  |  სამშაბათი, 25 სექ 2012 12:02
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მოკლული სერგი მირზაშვილის ოჯახის მადლობა თანადგომისთვის

ლანჩხუთის გურიას პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის და, მისი ძმისშვილის, სერგი მირზაშ ...

ვრცლად

პატრიარქი და იასამნები

სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის ფოტო გავრცელდა, სადაც უწმინდესი და უნეტარ ...

ვრცლად

"წითელო ძაღლებო" - მანჩო გიორგობიანი "ნაციონალებს"

მანჩო გიორგობიანი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მორიგ პოლიტიკურ პოსტს აქვეყნე ...

ვრცლად

სკოლაში ბავშვები ახალ საგანს "მეწარმეობას" ისწავლიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მეწარმეობა საშუალო ...

ვრცლად

"სენატის" დიჯეიმ თავი მოიკლა

კლუბ სენატის დიჯეი კრისტიანმა თავი 2 დღის წინ, საკუთარ სახლში მოიკლა. დიჯეის 2 შ ...

ვრცლად

ახალგაზრდების სააღდგომო საჩუქარი აფრიკის დასახლებაში მიტოვებულ ოჯახებს

საზოგადოებრივი მოძრაობა "თბილისელი"-ს ახალგაზრდულმა ფრთამ და არასამთავრობო ორგან ...

ვრცლად
no_banner