no_bannerno_banner

რუსთავის ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო 32 დამატებითი ჯგუფი გაიხსნება

რუსთავის საკრებულორუსთავის ბაგა-ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო დამატებით 32 ჯგუფი წლის ბოლომდე შეიქმნება - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელმა კახა გურგენიძემ და რუსთავის ბაღების გაერთიანების თავმჯდომარემ ია ქელბაქიანმა გააკეთეს.

გურგენიძის თქმით, კანონმდებლობაში საბავშვო ბაღების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა პრობლემებს საქართველოში არსებულ ყველა თვითმმართველობას შეუქმნის, მაგრამ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა რუსთავი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ისინი ამ პრობლემების გადაწყვეტას გეგმავენ.

"ჩვენ დავიწყეთ ეფექტურად მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ამან კი საშუალება მოგვცა დავაკმაყოფილოთ ბავშვების გაზრდილი კონტინგენტი, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სერვისი ბაღებში. რუსთავში პირველ ეტაპზე ვგეგმავთ არსებული ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას, რადგანაც ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი. ასევე საჭიროა 10 ახალი ბაღის მშენებლობა. ასევე ვაპირებთ შემოვიღოთ ვაუჩერული სისტემა, რომლითაც სარგებლობა იქნება შესაძლებელი", - აცხადებს გურგენიძე.

ქელბაქიანის განცხადებით, 1 462 ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის მსურველი 3 250 აღსაზრდელია.

"აღსაზრდელთა მკვეთრად შეცვლილმა მდგომარეობამ განაპირობა ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის რეგისტრაციის წესის ცვლა. აღსაზრდელთა რეგისტრაცია www.rustavikids.ge- ზე მოხდება. რეგისტრაცია 5 სექტემბერს დილის 10 საათზე დაიწყება", - აცხადებს ქელბაქიანი.

საზოგადოება  |  სამშაბათი, 03 სექ 2013 11:58
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მედიის საკითხებზე ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი"-ს ორგანიზებით საერთაშ ...

ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი"-ს ორგანიზებითა და ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრ ...

ვრცლად

"სრული სვლით დასავლეთისკენ" - ახალი ფილმი ქართულ კინოთეატრებში video

"სრული სვლით დასავლეთისკენ" აქე ჰქვია გერმანელი რეჟისორის შტეფან ტოლცის დოკუმენტ ...

ვრცლად

EXCLUSIVE აზერბაიჯანში თავმოკვეთილი ქართველი ძმები ჩაკეტილ ცხოვრებას ე ...

აზერბაიჯანში, კახის რაიონში თავმოკვეთილი ქართველი ძმები როსტიშვილები, ჩაკეტილ ცხ ...

ვრცლად

EXCLUSIVE სააღდგომო კვერცხების ფერადი საღებავები ჯანმრთელობისთვის მავნ ...

სააღდგომო კვერცხების ფერადი საღებავები ჯანმრთელობისთვის მავნეა. როგორც Prime Tim ...

ვრცლად

ნიკა გვარამია - რუსთავი ორელების მარტივი შურით შურს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი„ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელსი პოსტს ...

ვრცლად

კობა სუბელიანი - "ესეც მესამე შვილი"

კობა სუბელიანი მესამე შვილის მამა გახდა. "ესეც მესამე შვილი მარიამ სუბელიანი ჭია ...

ვრცლად
no_banner