no_bannerno_banner

რუსთავის ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო 32 დამატებითი ჯგუფი გაიხსნება

რუსთავის საკრებულორუსთავის ბაგა-ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო დამატებით 32 ჯგუფი წლის ბოლომდე შეიქმნება - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელმა კახა გურგენიძემ და რუსთავის ბაღების გაერთიანების თავმჯდომარემ ია ქელბაქიანმა გააკეთეს.

გურგენიძის თქმით, კანონმდებლობაში საბავშვო ბაღების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა პრობლემებს საქართველოში არსებულ ყველა თვითმმართველობას შეუქმნის, მაგრამ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა რუსთავი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ისინი ამ პრობლემების გადაწყვეტას გეგმავენ.

"ჩვენ დავიწყეთ ეფექტურად მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ამან კი საშუალება მოგვცა დავაკმაყოფილოთ ბავშვების გაზრდილი კონტინგენტი, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სერვისი ბაღებში. რუსთავში პირველ ეტაპზე ვგეგმავთ არსებული ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას, რადგანაც ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი. ასევე საჭიროა 10 ახალი ბაღის მშენებლობა. ასევე ვაპირებთ შემოვიღოთ ვაუჩერული სისტემა, რომლითაც სარგებლობა იქნება შესაძლებელი", - აცხადებს გურგენიძე.

ქელბაქიანის განცხადებით, 1 462 ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის მსურველი 3 250 აღსაზრდელია.

"აღსაზრდელთა მკვეთრად შეცვლილმა მდგომარეობამ განაპირობა ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის რეგისტრაციის წესის ცვლა. აღსაზრდელთა რეგისტრაცია www.rustavikids.ge- ზე მოხდება. რეგისტრაცია 5 სექტემბერს დილის 10 საათზე დაიწყება", - აცხადებს ქელბაქიანი.

საზოგადოება  |  სამშაბათი, 03 სექ 2013 11:58
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

ჟურნალისტი თეა ასათიანი გარდაიცვალა

დღეს დილით ჟურნალისტი თეა ასათიანი დაიღუპა.

ვრცლად

ECXLUSIVE ადიგენში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

მარიამობის დღესასწაულზე ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში საზარელი მკვლელობა მო ...

ვრცლად

ECXLUSIVE "სქაი ბარის" დიჯეის მკვლელობის დეტალები

  გასულ კვირას თბილისში 35 წლის დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს. მკვლ ...

ვრცლად

ექსკლუზივი - ტელეკომპანია "მაესტრო" ტატა გამყრელიძემ დატოვა

ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის პოსტი ტატა გამყრელიძ ...

ვრცლად

თინა კანდელაკი - "ეს არის ბინძური პოლიტიკა და ცინიზმი"

მას შედეგ, რაც ერთ-ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ ფრენა შეაჩერა ყირიმის მიმართულები ...

ვრცლად

ბორის აკუნინი - "პუტინის რუსეთთან მე საერთო აღარ მაქვს"

ბორის აკუნინის ლიტერატურული ფსევდონიმით ცნობილი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი აცხა ...

ვრცლად
no_banner