no_bannerno_banner

მერსი სულხანიშვილი - ჩემი ქურქი შარშანაც მქონდა მოგდებული მოდის კვირეულზე

მერცია სულხანიშვილიგუშინ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი კომპანიის წვეულებაზე გადაღებულმა ფოტომ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

ფოტოში ჩანს "მუზიკ ბოქსის" წამყვანი და მოდის ბლოგერი მერსი სულხანიშვილი, რომელმაც საზოგადოების ყურადღებას მელიის ბეწვით მიიქცია.

როგორც ჟურნალისტმა Prime Time News-ს განუცხადა, მას არ აინტერესებს მათი მოსაზრებები, ვინც მოდაში ვერ ერკვევა და აღნიშნა, რომ მელიის ბეწვი "შარშანაც ჰქონდა მოგდებული".

"მე არ ვთვლი, რომ ბოდიში მოსახდელი მაქვს. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ნატურალური ბეწვის ქურქით იმოსება. ნაკლებად მაინტერესებს მათი მოსაზრებები, ვინც საერთოდ არ ერკვევა. ფაქტია, ვერ ერკვევიან და ეტყობა, თავად რახან ხელოვნური ბეწვის თაყვანისმცემლები არიან, ვისაც გვაქვს მათი, ხელოვნური ჰგონით. ზოგადად სულელებს თავი ჭკვიანი ჰგონია. ამ დროს კი ბრძენმა იცის, სულელი ვინ არის. ზოგადად შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ წლევანდელ street style"-ს რამდენიმე ცნობილ "ფეშიონისტას" სწორედ მსგავსად აქვს მოცმული და ეს მხოლოდ წელს. მე კი ჩემი ქურქი რისი ფაქტების მოძიებაც შეგიძლიათ, რომ მე შარშანაც მქონდა მოგდებული მოდის კვირეულზე და არც მარკ ჯაკობსის ჩვენება იყო მაშინ ჩატარებული და არც სხვა ჩვენებები. რაღა თქმა უნდა, ქართველებს, რომ ჰკითხოთ, გემოვნებაზე არ დაობენ, ამ დროს მეცინება. არ მაინტერესებს მათი მოსაზრებები, წერონ და იკითხონ. ჩემთვის მისაღებია და გასათვალისწინებელია იმ ადამიანის რჩევა, რომელიც პროფესიონალია. წერონ და იკითხონ", - წერს მერსი სულხანიშვილი.

საზოგადოება  |  ხუთშაბათი, 12 დეკ 2013 17:31
no_bannerno_banner

კომენტარები

comments powered by Disqus

მსგავსი სიახლეები

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია - მართლმადიდებელმა რუსეთმა არანაკლები ზიანი ...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია "პრაიმტა ...

ვრცლად

ეროსი კიწმარიშვილი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ესწრებო ...

ვრცლად

მამა ანთიმოზი - სასულიერო პირებმა ელიტის წარმომადგენლობა უნდა დაიბრუნო ...

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი ანთიმოზი ამბობს, სასულიერო პირებმა ელიტის ...

ვრცლად

მამა პეტრე - ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს არ არის მიწიერი ბავშვი

15 ივლისს, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის თამარ (თაკო ...

ვრცლად

ნინელი ჭანკვეტაძის საქველმოქმედო საღამო - "მთავარია, როცა ამ სახლიდან ...

სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ "ჯინო ფერედაისში" საქველმოქმედო ღონისძიება - გამოფე ...

ვრცლად

თოდუას კლინიკაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თოდუას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვრცლად
no_banner