იტალიაში, პროვინცია მოდენაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არაა.
ახალ ზელანდიაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულ ბოსტონელ სტუდენტებს პატივი მიაგეს, სამგლოვიარო ცერემონიას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა დღეს დილით ხარკოვის კლინიკაში უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო მოინახულა.
კალიფორნიელი ინტერნეტ მომხმარებლები სოციალურ ქსელ facebook-ს სასამართლოში უჩიავიან და კომპენსაციის სახით 11 მილიარდ დოლარს ითხოვენ. ისინი კომპანიას ინტერნეტ საქმიანობის თვალთვალში ადანაშაულებენ.
იტალიის სამხრეთში, ქალაქ ბრინდისის ფრანჩესკა მორვილო ფალკონეს სახელობის სკოლასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს ახმედ ზაკაევის ოსლოში ვიზიტის გამო და ნორვეგიის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ჩეჩნეთის ყოფილი პრემიერი, რომელსაც მოსკოვი ტერორიზმში ადანაშაულებს და საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული ნორვეგიის დედაქალაქს ათი დღის წინ სტუმრობდა.
მოსკოვში პოლიციამ მეტრო ბარიკადნაიასთან შეკრებილი დემონსტრანტები კვლავ ძალის გამოყენებით დაშალა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 20 დემონსტრანტი დააკავა.
ჩიკაგოს სამიტამდე კემპ-დევიდში დიდი რვიანის სამიტი მიმდინარეობს. ლიდერები კონფლიქტურ რეგიონებსა და ქვეყნების ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გზებზე მსჯელობენ.
გერმანიაში აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავებმა დემონსტრაციის 400-ამდე მონაწილე დააკავეს. ძალოვნებმა მანიფესტანტები რეზინის ხელკეტებით დაარბიეს.
საბერძენთი ევროზონას არ დატოვებს. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა გააკეთა. ევროკავშირში შემავალი ქვეყნის ლიდერები საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის წინააღმდეგ გამოდიან.
რუსეთი მზადაა, ოფიციალურ ვაშინგტონთან ვიქტორ ბუტის საქმეზე მოლაპარაკებები აწარმოოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.
მოსკოვის ცენტრში კუდრინსკაიას მოედანზე დღეს აქციას რუსი პოეტები შეუერთდებიან, რომლებიც ომონის წინააღმდეგ დაწერილ ლექსებს წაიკითხავენ.

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში, ხვალ 13:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე, "ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდე ...
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემორკატი" ჯაბა სამუშია ვაკის ე.წ აგარაკების დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ არსებულ პრობლემებ ...
ნატოს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან. ჩიკაგოში იმყოფებიან ბარაკ ობამა და მისი მეუღლე. პრეზიდენტის ოჯახს აეროპორტში ჩ ...

ლონდონში ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა პოსტკრიზისული ვითარება და საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.
საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასა და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის ხელმძღვანელობით დიდ ბრიტანეთში ეკონომიკურ ფორუმს ეს ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გერმანიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს მარტინ ვანსლებენს და მის თანმხლებ პ ...

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში, ხვალ 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საჯა ...
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე წუხელ გვიან ღამით 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც Prime Time News-ს სეისმოლოგიურ ცენტრში განუ ...
ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ახალი ხელმძღვანელობა არხის ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს არხის საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.




















