ლინდსი ლოჰანი ელიზაბეტ ტეილორის როლზე დაამტკიცეს. Access Hollywood’s-ის ცნობით, მსახიობი ითამაშებს ბიოგრაფიულ ფილმში სახელად "Liz and Dick". ეს ფილმი სწორედ ლეგენდარული მსახიობის, ელიზაბეტ ტეილორის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
გარდა ამ მნიშვნელოვანი ფაქტისა, ლინდსის კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ის პოპულარულ შოუში Saturday Night Live-ში მიიწვიეს, გადაცემა ეკრანზე 3 მარტს გამოვა. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რამდენიმე წელია მსგავს შოუში ის აღარავის მიუწვევია.
25 წლის ლოჰანის კარიერაში წინსვლა შეინიშნება და იმედია ამას ხელს კვლავ მისი გისოსებს მიღმა აღმოჩენა არ შეუშლის. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წელია მას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო პერმანენტულად სასამართლოს წინაშე წარდგომა უხდება.


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. BBC-ს რწმენით პირვე ...
ევროპარლამენტი ოფიციალურ მოსკოვს კანონმდებლობის რეფორმირებისკენ მოუწოდებს. ამ შ ...
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება. საფრანგეთის ამჟამინდელი ...
უკრაინის ყოფილი პრემიერი თანახმაა, ხარკოვის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარ ...
ტულუზას ტრაგედიაში ეჭვმიტანილი 23 წლის ტერორისტი ლიკვიდირებულია. "როიტერის" ცნობ ...
სირიაში მიმდინარე არეულობებს რეპორტიორი ემსხვერპლა. ლიბანელი ოპერატორი ალი შაბაა ...



















