
41 წლის საიმონ ბურგესი ჰემპშირში, გოსპორტის პარკის ტბაში მაშინ ჩავარდა, როცა ის გედებს აჭმევდა. თვითმხილველმა 53 წლის ჯილიან ჰეჯესმა მაშინვე სამაშველო სამსახურში 999 დარეკა, თუმცა მაშველებმა განაცხადეს, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ ამ ტბაზე სამაშველო ოპერაცია განეხორციელებინათ, რადგანაც წყალი აქ საკმაოდ მეჩხერი იყო.ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
საიმონ ბურგესი წყლიდან მხოლოდ 28 წუთის შემდეგ გამოიყვანეს, მას შემდეგ, რაც მის საშველად პარკის ტერიტორიაზე ვერტფრენი გამოჩნდა. თუმცა, მამაკაცის გადარჩენა უკვე ვერ შეძლეს. ოფიციალური მონაცემებით, საიმონ ბურგესი ნაპირიდან 6 მეტრით იყო დაშორებული, სადაც წყლის სიღრმე მხოლოდ ერთი მეტრია.
ექსპერტების განმარტებით, მამაკაცის გადარჩენის შანსები არსებობდა. სამაშველო სამსახურის განმარტებით კი, ტბის უსაფრთხოებაზე პასუხს ე.წ. "მეორე საფეხურის" მაშველებს უნდა ეზრუნათ, რომლებიც მსგავსი სიღრმის წყლებში ადამიანების უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი.


კირა ნაითლი ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონია, თუმცა რამდენად გასაკვირიც უ ...
ჰოლივუდის ახალგაზრდებმა უკვე დიდი ხანია ქალური სტილი მოირგეს და თავიანთ უფროს კო ...
დიდ ბრიტანეთში წყვილს, რომელმაც ტყეში სახლი ნებართვის გარეშე ააშენა, ბინა არ ჩამ ...
28 მარტს ლედი გაგა 26 წლის გახდა და ბუნებრივია მისი დაბადების დღე დასავლურ პრესა ...
ჯენიფერ ლოპესი შვილების შესახემ ბოლო დროს ძალიან ხშირად საუბრობს. ამერიკული გამო ...
ჰილარი დაფი დედების დღეს დედის ამპლუაში წელს პირველად შეხვდა და ამით ბედნიერმა ს ...



















