კემბრიჯის ცენტრის ასტროფიზიკოსებმა მზის სისტემის მიღმა არსებული ახალი პლანეტების კლასის შესწავლის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვეს. ამის შესახებ НТВ იუწყება.
მათი თქმით, ამ სისტემაში ორი სახის პლანეტები არიან: ისეთები, როგორიც ჩვენი დედამიწაა და გავარვარებულები, დაახლოებით ისეთი, როგორიც იუპიტერია.
ტელესკოპი "ჰაბლის" მეშვეობით ერთ-ერთი ამ პლანეტის არსებობის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ სამი წლის წინ გახდა, თუმცა რამდენად მოულოდნელიც უნდა იყოს ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მასზე არსებული ბირთვის ირგვლის ოკეანე და ატმოსფეროც კი არსებობს.
ბუნებრივია წყლის აღმოჩენის შემთხვევაში დგება საკითხი, გაირკვეს არსებობს თუ არა სიცოცხლე პლანეტაზე. ჩვენი მზე ოკეანეს დაახლოებით 200 გრადუსზე სრულიად აშრობს, ახალ პლანეტაზე კი ტემპერატურა ათასობით გრადუსს აღწევს, წყალი კი მაინც არსებობს. ამის გამო შეუძლებელია იმის განსაზღვრა, არიან თუ არა ამ პლანეტაზე ცოცხალი არსებები.
მეცნიერების ვარაუდით კი მსგავს პლანეტებზე ცოცხალი არსებების ყოფნა საეჭვოა, თუმცა იქ უდავოდ არის ისეთი ეგზოტიკური სანახაობა, რომლის მსგავსის წარმოდგენაც კი დედამიწის მოსახლეობას გაუჭირდება.


სამი რეზინის, ორი ტენისის და ერთი სათამაშო ბურთი - ამ ყველაფრის ძაღლის ორგანიზმშ ...
კომპანია Apple-ის ბოლო მოდელის iPad-ი გაყიდვაში დღეიდან გამოვიდა. ამ ინფორმაცია ...
მეცნიერების სკანდალური დასკვნით 50-200 მილიონი წლის შემდეგ ამერიკისა და ევრაზიის ...
სანდრა ბალოკი კიდევ ერთი ბავშვის აყვანაზე ფიქრობს. უნიჭიერესი ჰოლივუდელი მსახიობ ...
ჯონი დეპს ახალი საყვარელი ჰყავს. The Hollywood Gossip-ის ინფორმაციით, პოპულარულ ...
youtube-ზე უცნაური ვიდეორგოლი განთავსდა. იტალიელი ახალგაზრდა ინტერნეტის საშუალებ ...



















