"იანდექსი" და "Twitter" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამიერიდან რუსეთის უდიდესი საძიებო სისტემა მიკრობლოგების ინდექსირებას ახდენს. ამის შესახებ ინფორმაციას cossa.ru ავრცელებს.
"იანდექსის" მომხმარებლები, საიტზე ან ბლოგებზე ძებნისას შეძლებენ რეალურ დროში "ტვიტების" პოვნასაც. ძიების შედეგებში, ნაჩვენები იქნება ჩანაწერები რუსულ, უკრაინულ, ბელორუსიულ და ყაზახურ ენებზე, ასევე სხვა ენებზე ზოგიერთი ცნობილი Twitter-ის მომხმარებლის პოსტებიც. თუმცა ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ დახუროს თავისი Twitter-ი, ანუ არ გამოაჩინოს თავისი ჩანაწერები ასეთი ტიპის ძებნისას.
კომპანია Twitter-ის ბიზნესის განვითარების დირექტორის, ეიპრილ ანდერვუდის თქმით, ტვიტერში ყოველდღიურად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი ჩნდება. ეს ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციაა და ეს სერვისია მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმარტივებს ყველაზე აქტუალურ ინფორმაციაზე წვდომას.
"ბლოგებზე ძიების" სერვისის მენეჯერის ანტონ პავლოვის თქმით, ადმიანები მუდმივად წერენ სიახლეებს სოციალურ ქსელებში და რეალურ დროში განიხილავენ აქტუალურ თემებს. ეს მონაცემები გააუმჯობესებს ჩვენი ძიების ხარისხს.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ Twitter-მა უარი უთხრა Google-ს "ტვიტების" ინდექსაციის შესაძლებლობაზე. რაც ძიების შედეგებში მნიშვნელოვანი ინფორმაციის არქონის ტოლფასია.


თუ თქვენ ექსტრემის მოყვარული ხართდა შესაბამისი თანხაც გაქვთ, აუცილებლ ...
ჯასტინ ბიბერის სოციალურ ქსელში გუშინ უცნაური შინაარსის "სტატუსი" გამოჩნდა, რამაც ...
რეპორტიორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამანდა სეიფრიდი დომენიკ კუპერთან ყ ...
პაპარაცებმა შარლი სტერონი შვილთან, პატარა ჯეკსონთან ერთად ლოს ანჯელესის აეროპორტ ...
ამერიკულმა ჟურნალმა People-მა მომღერალი ბიონსე პლანეტის ულამაზეს ქალად დაასახელა ...
12 წლის გოგონამ საკუთარი თმის გაყიდვა გადაწყვიტა. რიო დე ჟანეიროში მცხოვრებ ნატა ...



















