no_bannerno_banner

თბილისის მერმა იუნკერთა ხსნოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

გიგი უგულავაკოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 90-იან წლების დასაწყისში იუნკერთა ხსნოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალი, თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირგვინით შეამკო.

"დღევანდელი დღე სიმბოლურია ბევრი რამის გამო, პირველ რიგში, ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ, ქართველებმა, დავადასტურეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ მაგალითის შემდეგ, ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ თუ არის ერთსულოვნება, თუ არის თავდადება ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. მეორე კუთხითაც არის სიმბოლური ეს დღე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიები წითელ არმიას დაპყრობილი ჰქონდა, გადამწყვეტი ბრძოლა ყოველთვის ხდებოდა თბილისთან და თბილისისთვის. თბილისის დაცვა ნიშნავდა საქართველოს დაცვას. თბილისის დაცემა ნიშნავდა საქართველოს დაცემას. ამიტომ იყო გააფთრებული ბრძოლა მე-11 არმიის მხრიდან თბილისის ასაღებად და სწორედ ამიტომ იყო თავდადებული ბრძოლა თბილისის დასაცავად საჭირო" - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იუნკერების მაგალითი ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ იქნება ერთსულოვნება საქართველო ყველა გამოწვევას გაუძლებს.

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წელს, თბილისის დაცვისას ქართულ არმიაში იუნკერები ერთადერთი ქვედანაყოფი იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია.

1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. გარდაცვლილი იუნკერები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც დღევანდელი პარლამენტის და მაშინდელი “სობორის” ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარეობდა. დღევანდელი პარლამენტის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორი-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და მოწყალების და - მარო მაყაშვილი.

დედაქალაქი  |  ოთხშაბათი, 22 თებ 2012 13:23
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გიგი უგულავამ ახალი მრავალფუნქციური ობიექტი დაათვალიერა

სამშენებლო კომპანია "ტიფლის საბურთალომ", თბილისის მერიის პროექტ "ძველი თბილისის ...

ვრცლად

თბილისსა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესახე ...

თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, სტუმრად ქალაქ ოდესის დელეგაცია, ოდესის მერის, ...

ვრცლად

ანდრია ურუშაძემ ასი წლის ქალბატონს ფულადი დახმარება გადასცა

მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში თბილისის მერის მოადგილემ 100 წლის ქალბატონი ...

ვრცლად

9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წვევრებმა საჩუქრები მიიღეს

9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წვევრებმა ფულადი საჩუქრები და დახმარება მ ...

ვრცლად

ისანი-სამგორის რაიონში მდებარე უსახელო სკვერს ლეხ კაჩინსკის სახელი მიე ...

ისანი-სამგორის რაიონში მდებარე უსახელო სკვერს პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზ ...

ვრცლად

თბილისში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა დასრულდა

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" საკონკურსო სანებართვო პირობებით განსაზღვრული ...

ვრცლად
no_banner