საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს. ხუთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური ISAF -ის მისიისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისათვის დააჯილდოვდა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველი გუნდური თამაშები სახელწოდებით "გორგასლიანი" ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა 12 გუნდად მიიღეს.
შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, დღეს 51 სამხედროს სახელმწიფო ჯილდო, 800-ს კი უწყებრივი მედალი გადაეცა. შეიარაღებული ძალების დანაყოფებში პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეები გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს 21 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე იმართება.
სარეზერვო კონცეფციის დეტალებზე იმუშავებენ დღეს დეპუტატები საპარლამენტო კომიტეტის საბჭოს სხდომაზე. ახალი კონცეფციის შემუშავების ინიციატივა უშიშროების საბჭოს ეკუთვნის.
ავღანეთში ქართველის სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი იმყოფება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში წვრთნებისათვის ქვეითთა 28 ჯანშანმანქანა (MRAP) ჩამოიტანა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10-12 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს რკინიგზის საშუალებით ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში 28 ერთეულ ქვეითთა ჯავშანმანაქანას (MRAP) გადაიტანს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის სამინისტროს შეარაღებული ძალების 25 სამხედრო მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ფრენკ ბოლანდი იმყოფება. ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის ხელმძღვანელი დღეს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსი ბრიგადის გენერალი რიჰო ტერასი იმყოფება. ესტონეთის დელეგაცია დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო.

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში, ხვალ 13:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე, "ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდე ...
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემორკატი" ჯაბა სამუშია ვაკის ე.წ აგარაკების დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ არსებულ პრობლემებ ...
ნატოს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან. ჩიკაგოში იმყოფებიან ბარაკ ობამა და მისი მეუღლე. პრეზიდენტის ოჯახს აეროპორტში ჩ ...

ლონდონში ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა პოსტკრიზისული ვითარება და საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.
საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასა და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის ხელმძღვანელობით დიდ ბრიტანეთში ეკონომიკურ ფორუმს ეს ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გერმანიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს მარტინ ვანსლებენს და მის თანმხლებ პ ...

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში, ხვალ 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საჯა ...
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე წუხელ გვიან ღამით 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც Prime Time News-ს სეისმოლოგიურ ცენტრში განუ ...
ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ახალი ხელმძღვანელობა არხის ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს არხის საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.




















