no_bannerno_banner

რობი კუხიანიძე: მე არ ვიცოდი, სიმღერა რომ პოლიტიკური მიზნით იწერებოდა

რობიკო კუხიანიძეოლიგარქის მიერ დაფინანსებული სატელევიზიო პროექტის დაწყებამდე „უცნობი“ აქტიურად წერს პოლიტიკურ მელოდიებსაც, თუმცა ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, სკანდალიც კი მოჰყვეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა სიმღერის ჩანაწერი, რომელსაც გია გაჩეჩილაძე ქეთათოსთან და რობი კუხიანიძესთან ერთად ასრულებს. სიმღერა აშკარად პოლიტიკურ მოტივებზეა, თუმცა რობი კუხიანიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ტექსტების შესახებ მხოლოდ ჩვენგან შეიტყო.

რობი კუხიანიძე:

– ეს ყველაფერი არის გია ყანჩელის მუსიკაზე. მის სიმღერებზეა აგებული და მერე. მუშაობის პროცესშია გადაკეთებული „გრეჩიხას“ მიერ. მან იცის ყველაფერი აბსოლუტურად, მეც რაღაცები გადავაკეთე.

– როგორც ჩვენთვის ცნობილია, „უცნობის“ ახალ შოუში გამოიყენებენ ამ სიმღერას.

– ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რუსთაველის თეატრში, ან ცირკში უნდოდათ ამ შოუს გაკეთება. რეჟისორი იქნება რობერტ სტურუა. ერთხელ ამ საუბარს ვესწრებოდი. ზოგადად, არ ვინტერესდები ხოლმე ზემდეტი რაღაცებით, მეტი არაფერი ვიცი.

– როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი სიმღერა პოლიტიკურ მოტივებზეა.

– პოლიტიკა და სიმღერა ჩემთვის განსხვავებული რამეებია. პოლიტიკოსად ვერ გამოვდგები, ორივე მხარეს ჩემი ძმაკაცები არიან და ამიტომაც ეს ჩემთვის უხერხული და მიუღებელია.

– თუმცა იმ ტექსტში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის ძალიან ბევრი პოლიტიკური, ოპოზიციური ქვეტექსტი, თუნდაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

– მე უკვე 46 წლის ვარ და არასდროს არავის ვუნახივარ პოლიტიკურ სიტუაციებში ჩართული. ისე დამღალა ამ ყველაფერმა, რომ ვიცი, ერთი მეორეს არაფერში ცვლის, გარდა იმისა, რომ შეიძლება ურთიერთობები გაიფუჭო ადამიანთან. ორი დღე დამრჩენია სიცოცხლე და ვცდილობ, რომ ასეთ რაღაცებზე არ წავიდე. ეს იცის ყველა ჩემმა მეგობარმა, გინდ გია იყოს და გინდ ნებისმიერი სხვა. მინისტრები მყავს ძმაკაცები, მაგრამ არც სახლი მაქვს და არც არაფერი, იმდენად არადაინტერესებული პირი ვარ ამ ყველაფერით. ჩემი პოლიტიკა ასეთია: გარეთ რომ გამოვალ და რაღაც არ მომეწონება, საღამოს სცენაზე ავალ და იქ შევიგინები.

– რობი, ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ყველაფერი იყო პოლიტიკურ მოტივებზე, შოუც პოლიტიზებული იქნება?

– თავისთავად შესაძლოა, ჰქონდეს ამას პოლიტიკური სახე, ასეთი რა ტექსტი გააკეთა, არ ვიცი. მე არასდროს არ ვყოფილვარ არავის მხარეს. თავისუფალი, ანარქისტი კაცი ვარ. საქართველოს დაღუპავს ვინმეს მხარეები და ვინმეს პოზიციის გაზიარება. როცა ყველა ცდილობს, საკუთარ სახლში მიიტანოს რამე და საზოგადოდ არავის პატივს არ სცემს.

– ჩვენ ვიცით, რომ ეს სიმღერა იქნება გამოყენებული ამ შოუსთვის.

– გასაგებია, როდესაც მსგავსი კითხვები ჩნდება, თუმცა, თუ დამიჯერებ, არც ვიცი, რა ხდება. ზოგადად, ვიცი, რომ სპექტაკლის ვარიატში იგეგმებოდა რაღაც, სადაც ჩართული იყო რობერტ სტურუა, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ.

– ანუ რობერტ სტურუა უშუალოდ მონაწილეობს ამ შოუში?

– თავიდან ასე იყო, რომ რეჟისურა უნდა გაეკეთებინა თვითონ. გია ყანჩელის მელოდიებია გამოყენებული. გადაკეთებულია და მიახლოებული ტექსტია. მე ის ვიცი, რაზეც თავიდან იყო ლაპარაკი და ახლა რა ხდება, არ ვიცი.

– როდის დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე თუ მისი გამოჩენის შემდეგ?

– ჩემთან დაკავშირებით ივანიშვილზე ლაპარაკი, დედას გეფიცები, არც გამიგონია. როგორც მე ვიცი, პროექტზე დიდი ხნის წინ იყო ლაპარაკი. ეგ რომ მასე ყოფილიყო, შეიძლება დავფიქრებულიყავი. თქვენც, ალბათ, ამიტომ მისვამთ ამ შეკითხვას. ახლა მივხვდი, რაზეა ლაპარაკი. ჩემნაირ კაცთან ივანიშვილზე არ ლაპარაკობენ, საერთოდ. რასაც ახლა მეუბნები, ეს ჩემთან არავის უხსენებია. შეიძლება მერე განხორციელებულ პროექტს დაუდგა გვერდში და ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე რომ მაგ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ივანიშვილზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. ეგ საინტერესო რაღაც მითხარით თქვენ, ამას აუცილებლად გავარკვევ. ამხელა რაღაც უნდა ვიცოდე „პროსტა“. ალბათ, ასეთი კითხვები გაჩნდებოდა და მე არ ვიყავი აზრზე.

– ანუ შენ არ იცოდი, რომ შეიძლება ეს სიმღერა გაჩეჩილაძის ახალ სატელევიზიო შოუში გამოიყენონ?

– მაგ სიმღერაში მე ვიმღერე „ტაია“, რომელიც აღებული მაქვს გია ყანჩელის „ტაიადან“. მაგას მე ვმღერი მთელი ცხოვრება. ეს არააქტუალური სიმღერაა, ამიტომაც ვიმღერე. ალბათ, შემდეგ რაღაცები შეცვალეს, თქვენ მოისმინეთ პირადად? მე მას მხოლოდ გაკეთების პროცესში მოვუსმინე. მითხრეს, რომ ქეთათო აჩრდილი იქნება, შენ კი – ეშმაკიო. მეტი არაფერი.

– პოლიტიზებული შოუსთვის რომ იქნება შენი სიმღერა გამოყენებული, ამას როგორ უყურებ?

– ეგ უნდა მითხრან მე, პირობას გაძლევ, რომ მასე არ მოიქცევიან. ქეთათო ჩემი რძალია და ირაკლი ჩარკვიანი იყო ჩემი ძმა. მე ტექსტისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. ტექსტზე არ გამიმახვილებია ყურადღება, მაგრამ არა მგონია რამე სასწაული ყოფილიყო. რაც ჩავწერე, არ მომისმენია მაგის მერე და თუ ასეთი რაღაც გამოვიდა, საინტერესოა. მითხრეს, რომ კიდევ ვიღაცები მონაწილეობენ, მარტო ქეთათო და მე კი არა. რაღაცები გაკეთდა და სხვებსაც ამღერებენ.

– ამ შემთხვევაში თქვენ, გია გაჩეჩილაძე და ქეთათო ხართ.

– არა, შანსი არაა, კიდევ უნდა იყოს მანდ. შეიძლება კონკრეტულად ეს სიმღერა გააბაზრეს, მაგრამ იქ ბევრი სიმღერაა. ანუ ერთ სიმღერას რაღაც ხუთი ადამიანი მღერის და ა.შ. მართალი გითხრათ, არ დავინტერესებულვარ. ვიღაცა გოგონებს ამღერებდნენ კიდევ, მე არ ვიცი, ისინი ვინ არიან. გეუბნები, ერთი თვის ამბავს, ბოლოს რაც ჩაწერა გავაკეთე, ერთი თვეა გასული. 6-7 ადამიანზე მაინც უნდა ყოფილიყო ლაპარაკი.

– რობი, ხომ არ იცი, როდისთვის დაიწყება ეს შოუ?

– არაფრის აზრზე არ ვარ, ვიცი, რომ სპექტაკლის პონტში უნდოდათ, რუსთაველის თეატრში დაედგათ მიუზიკლივით, მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცი, მე ასე ამიხსნეს. რაღაც „დაგეგმილში“ არ ვარ, „პროსტა“ დასჭირდათ, მთხოვეს და ვიმღერე. მაგხელა მნიშვნელობაზე კი არ მიფიქრია, საერთოდ. თუ ვინმეს დანარჩენი რამე აინტერესებს, მე პრობლემა არ მაქვს არავისთან, არც ერთ და არც მეორე მხრიდან.

                                                                                                                                 ნანა შონია

პოლიტიკა  |  ორშაბათი, 20 თებ 2012 10:14

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს ძილშიც საქართ ...

რუსეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ძილშიც კი საქართველოზე ლაპარაკობენ. ამის ...

ვრცლად

ნუგზარ წიკლაური: საქართველოს შეუძლია იამაყოს მისი დემოკრატიული პრინციპ ...

უმრავლესობის წარმომადგენლის, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველ ...

ვრცლად

თეა წულუკიანი მის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ...

ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ...

ვრცლად

მურმან დუმბაძე სახალხო დამცველის შეფასებას გადაჭარბებულად მიიჩნევს

ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, "ემსახურე საქართველოს" ლიდე ...

ვრცლად

გია თორთლაძეს რომან მარსაგიშვილის ფრაქციიდან წასვლის შესახებ კომენტარი ...

"ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის გია თორთლაძის განცხადებით, ის დეპუტატ რომან ...

ვრცლად

მიხეილ სააკაშვილი - თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ბავშვზე 1000 ლარს, ხოლ ...

მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში პარლამენტში ჯანდაცვის სფეროშ ...

ვრცლად
no_banner