no_bannerno_banner

მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ სააკაშვილისაქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების კაპრალ ვალიკო ბერაიას, კაპრალ რუსლან მელაძისა და კაპრალ პაატა კაჭარავას დაღუპვის გამო. სამივე სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს, საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას გარდაიცვალა.

მიხეილ სააკაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

"ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად". - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სამხედროების თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში.

"თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება". - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდნენ.

პოლიტიკა  |  ოთხშაბათი, 22 თებ 2012 11:20

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ ალასანიას კონფრონტაციების ფაქტებზე არგუმ ...

ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენლის, "თავისუფალი-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ...

ვრცლად

ფრიდონ თოდუამ და აზერ ჰუსეინმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ბაქოში 1990 წლის 20 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ტრაგიკულად განვითარე ...

ვრცლად

გამყრელიძე ნატო ჩიკაგოს სამიტის წინ ოპოზიციურ სპექტრს ერთობლივი მიმართ ...

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ნატო-ჩიკაგოს სამიტის წინ ოპოზიციუ ...

ვრცლად

გიორგი ვოლსკი - NDI-ის კვლევები შემსრულებელთა მხრიდან მანიპულირებით იქ ...

ივანიშვილის "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ამერიკი ...

ვრცლად

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღეს დავით ბერძენიშვილი პრესკონფერენციას გამა ...

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში, დღეს, 12:00 საათზე, "რესპუბლიკური" პარტიისა და კო ...

ვრცლად

ჯონ ბასი - საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა

ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში ჩადებული ერთობლივი ძალისხმევა ერთ-ერთი მთავარი საკით ...

ვრცლად
no_banner