ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ სელესტ ვალანდერმა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით ამერიკის მთავრობის სამძიმრის წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადასცა.
პრეზიდენტის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მძიმეა და ვერასდროს ვერ შეეგუება ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას.
"ასეთ მძიმე დროს ყველაზე მეტად ვფიქრობ დაღუპული გმირების ოჯახებზე. ამდენი წელია პრეზიდენტი ვარ და ყველაზე მძიმე ჩემთვის არის ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს ასეთ გარემოებაში. მე მათ რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე ჰელმანდის პროვინციაში. ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ ჩვენი შვილებისთვის. ქვეყნის ძლიერებას უნდა მოხმარდეს მათი განწირული სიცოცხლე". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის და სელესტ ვალანდერის შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც ესწრებოდა.
ბასის განცხადებით, აშშ-ს სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედროების დანაკარგის გამო.
"ჩვენ დადებითად ვაფასებთ მათ თავგანწირვას, ეს არის ის რაც ამერიკას არასდროს დაავიწყდება". - ამბობს ჯონ ბასი.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ავღანეთში ქართველი სამხედროების თანამშრომლობას და თავდაცვის სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრამავებას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც დაესწრო.


ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებით ტელევიზია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხსნის ღია ...
აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ს ...
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა და თბილისის მერს გიგი უგულავას ...
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დღეს იერუსალიმის პატრიარქს თეო ...
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ახალი სასოფლო-სა ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, რუსეთის საგარეო ს ...



















