no_bannerno_banner

მამუკა კაციტაძე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში

მამუკა კაციტაძე

ოქტომბერში დანიშნული არჩევნებისთვის სიების მონიტორინგის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ბრიფინგი გამართა.

- როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ოკუპაციის კვირეული. ეს ვიზუალიც ამას უკავშირდება. თებერვლის ბოლო დღეები სახელმწიფოებრივ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს გარკვეული სიამაყის დღეებიც იმ ჩვენი წინაპრების მოქმედებიდან და თავდადებიდან გამომდინარე, რაც მათ 91 წლის წინ გაწიეს ქვეყნის დაცვისათვის ბრძოლაში. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ასეთ დღეებში სახელმწიფოებრიობის თემა იწევს ხოლმე წინა პლანზე და ხდება გარკვეული მსჯელობის საგანი.

- საარჩევნო სიები ყოველთის იყო მთავარი მიზეზი გარკვეული ძალების მხრიდან არჩევნების შემდეგ ჩხუბის დაწყებისა. რა ეტაპზეა ახლა სიების გადამოწმების პროცესი? მისი გადამოწმების შემდეგ თუ დარჩებათ ასეთ ძალებს საბაბი, რომ გამოიყენონ საარჩევნო სიები, როგორც პრობლემა?

- მინდა დაგეთანხმოთ, რომ ყველა არჩევნების დროს ეს იყო პრობლემა. მე 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა არჩევნები კარგად მახსოვს, მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო სიები არ იყო და არ არის ერთადერთი პრობლემა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. არის სხვა პრობლემებიც, მათ შორის საარჩევნო რესურსის გამოყენების რეგლამენტაცია, პროცედურული საკითხები და ზოგადად, ის, რაც არჩევნებს ქმნის. თუმცა სიები უდავოდ არის პრიორიტეტული ყველა დროის არჩევნების დროს. შესაბამისად ეს ხდება ხოლმე მიზეზი, რომ მოხდეს არჩევნების შემდგომი პერიპეტიების განვითარება. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ „რვიანის“ მოლაპარაკების პერიოდში რამდენიმე თემათაგან ერთ-ერთი იყო სიების თემა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ, როდესაც შედგა შეთანხმება, ერთ-ერთი ყველაზე ტევადი მუხლი დაუკავშირდა სიების გასწორების საკითხს. სანამ დეკემბრის ბოლოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდოდა, ეს თემა გამოეყო ყველა საკითხს და გაჩნდა ახალი რეგულაციები. თავის დროზე მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვითხოვდით ბიომეტრიული მეთოდით სიების შექმნას, ხელისუფლებამ ეს შეთავაზება არ მიიღო სხვადასხვა მიზეზითა თუ საბაბით. მათ შორის იყო ის, რომ ეს არის ძვირი პროექტი, ასევე ტექნიკური მიზეზების გამო. მეორე ალტერნატივა არ არსებობდა და ხელისუფლება ამბობდა, რომ სიები კარგია და არ უნდა შევეხოთ. ჩვენ ასე არ ვთვლიდით და დღესაც არ ვთვლით. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მოგვეხდინა სიების საყოველთაო გადამოწმება. ამის საშუალება იყო კარდაკარის პრინციპი. სწორედ ამიტომ ჩაიწერა კანონში, რომ სიების დაზუსტება სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ მოხდება სხვადასხვა მეთოდით და მათ შორის კარდაკარის მეთოდით. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კომისია და მასში არის სამი მდგენელი: ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლება მასში მხოლოდ მესამედია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ასევე დადგინდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელძღვანელოს მას. ოპოზიციურმა შვიდეულმა ხელმძღვანელად მე წარმადგინა. რაც შეეხება იმას, რა მდგომარეობაა ახლა, ჩვენ პირველივე ეტაპზე დავაკონკრეტეთ 6 ეტაპი. კერძოდ: მოსამზადებელი, კარდაკარისთვის მზაობის, უშუალოდ კარდაკარის ეტაპი, შემდეგ გადამოწმების ეტაპი, ძირითადი ვარიანტის დადგენა-შეთავაზების ეტაპი, რომელიც კანონით 1 აგვისტოთი იფარგლება და შემდეგ არჩევნებამდე მიმდინარე ცვლილებების ეტაპი. პირველი ეტაპი გავლილია. კომისიამ ორგანიზაციული თვალსაზრისით შრომატევადი სამუშაო გასწია. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული კომისიის სათაო ოფისი შესაბამისი კადრებითა და აღჭურვილობით. გვაქვს 11 რეგიონული ოფისი, რათა მოხდეს სიების დაზუსტება. ჩვენ სრულვყავით სამართლებრივი ბაზა, ის ჩანაწერი, რაც 13 ოქტომბერს განხორციელდა ნამდვილად არ იყო ზუსტი და დამატებით რეგულაციებს საჭიროებდა. ჩვენ გავარკვიეთ ის ფინანსური ჩარჩო, რომელშიც კომისიას მოუწევს ამ საქმიანობის გაწევა. რეალურად ახლა ვართ კარდაკარის მზაობის ეტაპზე. გასულ კვირას კომისიამ მიიღო რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილება. კი წერია კანონში რომ სიები ზუსტდება კარდაკარის მეთოდით, მაგრამ არ იყო ჩანაწერი რა მასშტაბის იყო ეს შემოწმება. ჩვენ განვახორციელებთ საყოველთაო კარდაკარს, ჩვენ შევალთ ყველა სახლში. 3 585 უბანში მოხდება შეფასება. 11 100 ადამიანი დატრენინგდება ამ პროცესისთვის. ჩვენ ამისთვის გათვალისწინებული გვაქვს 2-თვიანი პერიოდი. ჩვენ საკმაოდ სერიოზული სამუშაოს გაწევა მოგვიწევს. ახლა გვაქვს ეტაპი, რომ მეთოდოლოგია დავაზუსტოთ, ანუ რას აკეთებს კონკრეტული რეგისტრატორი. გასული კვირის ბოლოს გვქონდა გასვლა ქალაქგარეთ, თან გვახლდა არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო რეესტრის ჯგუფი და ცესკოს წარმომადგენლობა. „აიფიესის“ მიერ მოწვეული იქნა უცხოელი ექსპერტი, რომელიც სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით მუშაობს. ხვალ გაიმართება კომისიის მორიგი სხდომა და მასზე დავაზუსტებთ მეთოდოლოგიის ნაწილს, მეორეს მხრივ, ფინანსურ ნაწილს და ამავდროულად ტრენინგის ვადებს და პერიოდებს. ეს ყველაფერი დასრულდება აპრილის დასაწყისისთვის, შემდეგ გვექნება დაახლოებით 10-დღიანი წყვეტა, ამას ემთხვევა მართლმადიდებლური დღესასწაული და აღდგომის შემდეგ დაიწყება კარდაკარის აქცია, თუმცა მანამდე შეიძლება განვახორციელოთ პილოტური პროექტი.

- მთელი ამ გადამოწმების შემდეგ რამდენად არსებობს ალბათობა, რომ მოხდეს იმ მასშტაბის გაყალბება რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ შესაძლოა არჩევნები გაყალბდეს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. მიზანშეწონილია თუ არა მსგავსი განცხადებების გაკეთება წინასწარ?

- სიები ყოველთვის იყო უკმაყოფილების ერთ-ერთი საგანი. თუ ჩვენი მხრიდან ის გეგმა, რომელიც გვაქვს, რომ ყველა უზუსტობა გამოვასწოროთ, იქნება შესრულებული ვფიქრობ, საარჩევნო გარემოში ყველაზე ჯანსაღი სექტორი იქნება ამომრჩეველთა სია. ეს შესაძლოა ვერ განხორციელდეს თანხების არარსებობის შემთვევაში, თუმცა ამ წუთისთვის საბაბი არ მაქვს რომ პრეტენზიები გამოვთქვა. სახელმწიფოს მხრიდან არის მათი მოგვარებული მათი დაფინანსება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მენეჯმენტის პრობლემა, ამაზე პასუხისმგებლობა იქნება კომისიაზე. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იქნება იდეალური სია, მაგრამ ეს იქნება ცა და მიწა იმასთან შედარებით, რაც იყო და რაც იქნება. რაც შეეხება უკმაყოფილებას, მინდას გითხრათ, რომ ხშირად უკმაყოფილება უფრო სპექტაკლს ემსგავსება ხოლმე და რეალური მიზეზი არის პოლიტიკური მოტივაცია. თუ პოლიტიკური მოტივაცია არსებობს, თუ მინდა პროტესტი გამოვხატო ,მიზეზს ყოველთვის მოვძებნი. მე არ მგონია, რომ სიების გამო მოხდება პრეტენზიების გამოხატვა. ყველა ელექტრონულ მედია საშუალებაზე განხორციელდება კონტროლი, მაგრამ გარკვეული ხარვეზები მაინც იქნება. გარანტია ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არ არსებობს. სიების საკითხში ვისაც ექნება პრობლემა ეს იქნება საბაბური და არა მიზეზური. კომისია განახორციელებს სრულ კარდაკარს მაღალი ეფექტურობით. ახლავე შემიძლია მივმართო სკეპტიკოსებს, რომ სიებს ნუ აიღებენ ორიენტირად. ეს არის ერთადერთი სტრუქტურა, სადაც ხელისუფლება არის უმცირესობაში. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება როგორც იტყვიან „აღდგომა და ხვალეო“. არა მხოლოდ მკვდარი სულების ეპოქა, სიების გადამოწმებაში არის ძალიან სერიოზული სამი პრობლემა, ერთი არის მკვდარი სულები, მიწერები და საზღვარგარეთ გასულები. ამას გარდა არის კიდევ სხვა დარღვევებიც, მაგრამ ძირითადი სამი მიმართულება სწორედ ეს არის. ის რომ კონკრეტულმა კოალიციამ დააანონსა გამოსვლები დათვლასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ სია სხვაა და დათვლა სხვა. როგორ დაითვლი ეს არის საარჩევნო პროცედურა. მე ვიცი, როგორ შეიძლება გაყალბდეს ხმები დათვლის პროცესში. მე სერიოზული დავიდარაბა მქონია დათვლისას აღმოჩენილი გაყალბების შესახებ. ამის შესახებ უცხოელებს მოვუყევი და პირდაღებული მიყურებდნენ. ეს არის ქართული ნოუჰაუ. საარჩევნო ბიულეტენში არის რამდენიმე კანდიდატი, მათგან ერთი უნდა შემოხაზო. თუ ორი იქნება შემოხაზული ეს არის გაუქმებული. წარმოიდგინეთ, მინდა რომ გავაყალბო, მირჩევნია ის გაუქმდეს. საკმარისია კიდევ ერთი კანდიდატი შემოხაზო, რომ ის გაუქმებული იქნება. ამასაც მოხერხება უნდა, როცა ვიღაც გიყურებს. ქართველებმა მოიგონეს ასეთი რამ, ფრჩხილის ქვეშ გაქვს ფანქარი და დათვლის დროს ამას უცებ შემოხაზავ. მერე გაჩვენებს, რომ ორია შემოხაზული და უნდა გაუქმდეს. კანონი საზღვრავს, რომ სიების დაზუსტება უნდა მოხდეს პირველი აგვისტოსთვის, რადგან არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და ის უნდა დაინიშნოს 2 თვით ადრე. ვერც ერთი სახელმწიფო ინსტანცია ვერ განახორციელებს სიაში ცვლილებას, გარდა ჩვენი კომისიისა.

- ივანიშვილის კოალიციაში "ახალ მემარჯვენეებს" "ფსევდო ოპოზიცია" უწოდეს. რა შეგიძლიათ უპასუხოთ მათ?

- მიხელ სააკაშვილის ნავში გაზრდილ-დაფრთიანებულ პოლიტიკოსთა მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ მას „ახალი მემარჯვენეების“ მოხსენიებას „ფსევდო ოპოზიციად“ კომენტარს ვერ გავუკეთებ. როცა ჩვენ 2003 წელს ე.წ.“ვარდების რევოლუციის“ დროს, 2004-2008 წლებში პრაქტიკულად მარტო პარლამენტში ებრძოდა ამ ხელისუფლებას და მის უკანონობებს, ეს ადამიანების აფინანსებდნენ სააკაშვილს. ამას გარდა, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო დღეებში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენს კომისიას არ ენდობიან და სურთ პარალელურ რეჟიში დაიწყონ მუშაობა. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. მოხარული ვარ ყველა პარალელური პროცესის, ვთხოვ ყველას, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.

 - რამდენი უნდა გადაგიხადოთ ივანიშვილმა, რომ დაიდოს ის შედეგი არჩევნებზე, რაც მას აწყობს?

- ეს საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავს. „ახალ მემარჯვენეებს“, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში წამოვიდოდა ფულის წვიმა, მანამდე გქვონდა ნათქვამი, რომ ქართული პოლიტიკა უნდა იყოს მრავალფეროვანი და არ უნდა ჰგავდეს მონეტის ჰაერში აგდებას. ჩვენ არ გვჩვევია პოპულისტული პოლიტიკა. 2003 წელს, როცა წალენჯიხიდან ლაგოდეხამდე გრგვინავდა საქართველო, „მიშას“ ძახილით ჩვენ ჩვენი გზა გვქონდა. 2007 წელს, როდესაც ქართულ პოლიტიკას ევლინებოდა მრისხანების დღის ავტორი და შემდეგ ბელადი ოქრუაშვილი, მაშინაც ვთქვით, რომ არ მიგვაჩნია ერთი ლიდერის მეორეთი ჩანაცვლება საჭიროდ. ბევრი დარწმუნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. დღეს, როდესაც პოლიტიკა ბრუნავს ერთი ადამიანის გარშემო, ბევრისთვის სოლოლაკში ამოდის მზე და იქვე ჩადის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა იყოს მრავალფეროვანი. ეს არის ჩვენი პრინციპი., რაც შეეხება ფულის დოზებს, ჩემს ახალგაზრდობაში იყო გამოთქმა „ჯერ არ მოჭრილა იმდენი ფული, რომ ეს გავაკეთოო“.

- გუშინ იყო ივანიშვილის კოალიციის პრეზენტაცია, გუშინვე დავით გამყრელიძემ იგივე ბედი უწინასწარმეტყველა მას, რაც ალიანსის შემთხვევაში იყო. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ იფიქროთ, ეს კოალიციაც ისევე დაიშლება?

- მიკვირს, რომ არავინ არ შენიშნა ერთი თავისებურება. ყველას კარგად გახსოვთ პოლიტიკური ერთობა „ალიანსი საქართველოსთვის“ და ყველა ხედავთ დღეს „ქართულ ოცნებას. შემადგენლობას თუ შეხედავთ აქ „ახალი მემარჯვენეები“ ჩაანაცვლა ივანიშვილმა. გამყრელიძის განცხადება ემყარება გამოცდილებას. 5 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მერე უკვე დაიწყო საუბარი ივანიშვილის მაღალ პოლიტიკურ რეიტინგზე. ეს სინამდვილეში არის ფულის, ქველმოქმედების რეიტინგი. როდესაც საუბარია დაუშლელობის გარანტიაზე, ეს არის ფულის ფაქტორი. არა მგონია ეს იყოს საუკუნოდ შემდუღაბებელი რომელიმე კოალიციისა. მე არ მინდა, რომ სურვილად იქცეს დაშლის მომენტი, მაგრამ ერთია, რა მინდა და მეორე რა იქნება. ეს არ არის ავი სურვილი გუშინ შექმნილი კოალიციის მიმართ, ეს არის პრაგმატული შეხედულება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება.

პოლიტიკა  |  ოთხშაბათი, 22 თებ 2012 14:30

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საგარეო უწყებაში უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა გაცნობითი ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულმა საგანგებო დ ...

ვრცლად

ევროპარლამენტი დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რუსეთის რეზოლუციას განიხილავს, სადაც ...

ვრცლად

"ეროვნული ფორუმის" ლიდერები ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან

"ეროვნული ფორუმის" ლიდერები ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ...

ვრცლად

დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძეს პასუხობს

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის მიერ გაკეთე ...

ვრცლად

დავით დარჩიაშვილი - კლინტონის ვიზიტი ადასტურებს, რომ მათთვის საქართველ ...

უახლოეს მომავალში საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. ა ...

ვრცლად

"დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" ურთი ...

"დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" ურთიერთთანამშრ ...

ვრცლად
no_banner