ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა. საუბრის თემა ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება "მერკური 2012" იყო, რომელიც მაისის პირველ ნახევარში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯია"-ს ახალ პავილიონში გაიმართება.
საქართველოს ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოვებაზე ყველა კომპანიას საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე ნომინაციაში შეუძლია წარადგინოს.
"ორგანიზატორების სურვილია, ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება გამოირჩეოდეს ობიექტურობით და დახვეწილი შეფასების სისტემით, სწორედ ამ მიზნით, წელს შეფასების პროცესში ჩაერთო მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს გამომცემლობა Forbes-ი, რომლის საერთაშორისო ექსპერტებიც გვაძლევენ კონკრეტულ რეკომენდაციებს და გვიზიარებენ თავის მრავალწლიან გამოცდილებას. მერკურის ნომინანტების შეფასების პროცესში ასევე აქტიურად იქნება ჩართული კვლევითი ინსტიტუტი "ბისიჯი", - აცხადებს ვერა ქობალია.
წელს ბიზნეს-დაჯილდოების ნომინაციათა რიცხვს კიდევ 4 ახალი ნომინაცია დაემატა: "წლის უცხოელი ინვესტორი"; "წლის ქართველი ინვესტორი"; "წლის ტურისტული კომპანია"; "წლის ინოვატორი კომპანია".


საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაცია INOGATE საქართველოში ტექნიკური დახმარების ...
იმ ქალთა პროპორცია, რომლებიც ფლობენ მმართველობით პოზიციებს ევროპაში "გრანთ თორნთ ...
"სილ ქროუდ ჯგუფის" ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის განცხადებით, რომ არა საქართვე ...
შემოსავლების სამსახურის უპრეცედენტო ინიციატივა, ნებისმიერ შენაძენზე მიღებული ქ ...
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯეო კაპიტალის" გახსნაზე ეკონომიკის მინისტრი ...
ტრამპის ჩამოსვლა საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ კიდ ...



















