ფინანსთა სამინისტროში დღეს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ადილბეგ კასიმალიევი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
დიმიტრი გვინდაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც საბიუჯეტო-ფისკალური პოლიტიკის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების კუთხით გატარდა. მინისტრმა საქართველოში არსებულ მაკრო-ფისკალური სტაბილურობისა და დინამიკური ეკონომიკური ზრდის თაობაზე, ქვეყანაში ჩატარებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით დანერგილ მოდელზე, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოში ყირგიზეთის დელეგაციის ჩამოსვლის ძირითადი მიზანია - გაეცნოს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს.
„ინტერესი ჩვენთან განხორციელებული რეფორმებისადმი გამოირჩევა საკმაოდ მზარდი დინამიკით. ჩვენ უფრო და უფრო დიდი სიხშირით ვიღებთ დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, რაც იმ რეფორების აღიარებაა, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ.
ეს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს. პირველად სამთავრობო დელეგაციამ ქ. თბილისში შეხვედრები გასული წლის ოქტომბერში გამართა.
24 თებერვლის ჩათვლით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გამართავენ.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული ...
ზუგდიდში, კომპანია "ფერეროს" შვილობილი კომპანიის, "აგრიჯორჯიას" სოციალურ სახლში, ...
"ვისაუბროთ ეკონომიკაზე" – ამ სახელწოდებით საჯარო დისკუსია დღეს ფინანსთა მი ...
პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ...
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორც ...
მსოფლიო ბანკმა საქართველოს გზების რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი დოლარი გამოუყო. ...



















