no_bannerno_banner

"წითელი ყაყაჩოს" ხსოვნის კვირეული

ხსოვნის კვირეული25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ოკუპაციის კვირეულს გაზეთი "პრაიმტაიმი" ხსოვნის აქციით უერთდება. წითელი ყაყაჩოებით ის პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც წითელი არმიის შემოსვლისას საქართველოს გადასარჩენად იბრძოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გაზეთის რედაქტორმა თამარ ფხაკაძემ ბრიფინგი გამართა. მას ესწრებოდნენ პროფესორები სერგო რატიანი, ვანო მენთეშაშვილი, დიმიტრი შველიძე და ლევან გოთუას ძმისშვილი დევი გოთუა.

თაკო ფხაკაძე: „როგორც იცით, „პრაიმტაიმი“ უკვე მეორე წელია წითელი ყაყაჩოებით აღნიშნავს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის კვირეულს. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს დღეც აღგვენიშნა, 25 თებერვალი და გამოგვეცხადებინა ხსოვნის კვირეულად. რადგან ის ჯარები, რომლებიც 1921 წელს შემოვიდნენ საქართველოში, დღესაც ჩვენს ტერიტორიაზე არიან. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული არმია იხევდა უკან, მაგრამ გმირები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ. ჩვენთან არის ჭურვი, რომელიც კოჯრის ბრძოლებიდან იქნა წამოღებული, ის ჩვენ მოგვიტანა ლევან გოთუას ძმისშვილმა. ასევე ჩვენთან ერთად არიან სერგო რატიანი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამ თემით არის ძალიან ღრმად დაინტერესებული, ასევე პროფესორები დიმიტრი შველიძე და ვანო მენთეშაშვილი. მე ვთხოვ მათ ისაუბრონ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა ახლა, როდესაც ეს ჯარი ისევ ჩვენს ქვეყანაში დგას“.

სერგო რატიანი: „მართლაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს დღე, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ მეორეს ოკუპაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა კომუნისტურმა რეჟიმმა, რომელიც არის დამნაშავე კაცობრიობის წინაშე. XX საუკუნის სახე ჩამოყალიბდა ორ ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში, ნაციზმისა და კომუნისტური რეჟიმის. ნაციზმის გასამართლება ცივილიზებული სამყაროს მიერ მოხდა, ხოლო კომუნისტური რეჟიმის შეფასება მოხდება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ევროსაბჭოს რეზოლუციით ეს გამოცხადებულია როგორც დამნაშავე რეჟიმი, ეუთოს რეზოლუციით კი მეორე მსოფლიო ომზე პასუხისმგებლობა თანაბრად განაწილდა საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიაზე. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ისტორია. ეს ყველაფერი იწყება 1920 წლის 11თებერვალს, როდესაც შემოდის რუსეთის არმია 5 მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ 2008 წელთან, როდესაც მტერი 3 მიმართულებით შემოვიდა. დანარჩენი 2 მიმართულებით არ მოხდა მათი შემოსვლა, რადგან ჩვენს გვერდით არიან სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც სხვაგვარი ვითარებაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იმის გამო, რომ მაშინ ვერ მოხდა დაცვა, მთელი XX საუკუნის განმავლობაში არანორმალური მსხვერპლი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ“.

ვანო მენთეშაშვილი: „ვსაუბრობთ რა, 1921 წლის 25 თებერვალის მნიშვნელობაზე, რასაკვირველია უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი მომენტები, როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური და შესაბამისად, პასუხი გავცეთ საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობას. ამის შესწავლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეძლებისდაგვარად მხედველობაში ვიქონიოთ იმჟამინდელი მდგომარეობა, რამაც განაპირობა საქართველოს ანექსია საბჭოთა სახელმწიფოს მიერ. ისტორიის გაკვეთილები, როგორც ამას ბრძენი ჰეგელი გვამცნობს პრაქტიკულად არასოდეს და არავის არ მიუღია მხედველობაში, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ გავიუმჯობესოთ პირველ რიგში საგარეო პოლიტიკური პოზიცია, შევადაროთ წარსული დღევანდელობასთან და ამის მეშვეობით მოვახდინოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის გააზრება“.

დიმიტრი შველიძე: „1921 წლამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა ეკონომიკური და პოლიტიკური აღმშენებლობა. ეს დღე კი რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ არის დღე, როდესაც დაიწყო ამ აღმავლობის ნგრევა. ეს განხორციელდა ჩვენი მეზობლის მხრიდან. სამწუხაროდ, დღესაც დასტურდება, რომ რუსეთის მაშინდელი სახელმწიფო იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. 1921 წლის 25 თებერვალი არ იყო ერთჯერადი ეპიზოდი, არამედ ამ დღის განმეორების მცდელობა მრავალჯერ იყო. რუსეთმა აჯანყების პროვოცირება სცადა რამდენიმეჯერ. 1921 წელს საქართველო მტერს ვერ გაუმკლავდა იმის გამო, რომ იმ სამი წლის განმალობაში ვერ მოძებნა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დაუპირისპირდებოდა აგრესორს. დღეს ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ და გავაძლიეროთ ურთიერთობა ისეთ ძლიერ მფარველთან, როგორიცაა დასავლეთი“.

დევი გოთუა: „ზუსტად ამ დღიდან იწყება ჩვენი ოჯახის ინტენსიური დევნა, დაპატიმრებები. დააპატიმრეს ბაბუა. ბინას ყოველ წელს თითო ოთახს აჭრიდნენ. დაჭერებს შეეწირა ლევანის ძმა. თავად ლევანიც იყო გადასახლებული და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსის ბანაკებში გაატარა. ეს ძალიან დამთრგუნველი იყო ოჯახისთვისაც, მაგრამ ამან მაინც არ გატეხა. მისთვის მთავარი იყო, რომ დაბრუნებულიყო სამშობლოში და გაეგრძელებინა მოღვაწეობა ჩვენი ერის სასიკეთოდ“.

საზოგადოება  |  სამშაბათი, 21 თებ 2012 17:34
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"პრაიმტაიმის" ხსოვნის კვირეული დაიწყო

25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაზეთი "პრაიმტა ...

ვრცლად

მთაწმინდის პანთეონში მიხაკო წერეთლის ნეშტის გადმოსვენებაზე კომისიის გა ...

მთაწმინდის პანთეონში მიხაკო წერეთლის ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნი ...

ვრცლად

მუხათგვერდის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

მუხათგვერდის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გამხმარ ...

ვრცლად

თბილისში მიწისძვრა დაფიქსირდა

თბილისში მცირე მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სისუსტის გამო მას მოს ...

ვრცლად

თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც Prime Time Ne ...

ვრცლად

სინოპტიკოსები ხვალიდან საქართველოში აციებას და ძლიერ წვიმას პროგნოზირე ...

საქართველოში უეცარმა დათბობამ მდინარეების დონის მატება გამოიწვია. ტემპერატურის მ ...

ვრცლად
no_banner