no_bannerno_banner

ხსოვნის კვირეულს ზაალ სამადაშვილი, გია ბუღაძე და ზურაბ გეწაძე "პრაიმტაიმის" პრესკლუბიდან შეუერთდნენ

ხსოვნის კვირეული1921 წლის ოკუპაციისა და "წითელი ყაყაჩოების" ხსოვნის კვირეულის ფარგლებში "პრაიმტაიმის" პრესკლუბი, ღიაა საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელისთვის. დღეს კვირეულს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე და მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ გეწაძე "პრაიმტაიმის" პრეკლუბიდან შეუერთდნენ.

გია ბუღაძე (სამხატვრო აკადემიის რექტორი): ეს არის უმნიშვნელოვანესი აქცია. რეალურად ჩვენ ვეხებით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას. არ მგონია დედამიწის ზურგზე არსებობდეს ქართველი, რომელიც არ ეთაყვანება თავის სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. გმირებმა თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს. ქართველობა ჩვენში ცხოვრობს, როგორც დამოუკიდებლობისადმი მოთხოვნილება. განვლილი დღეების ამ ფორმით გახსენება ყოველ ნაბიჯზე გახსენებს იმას, რომ არავის არ უნდა დაუთმო ჩვენი დამოუკიდებლობა.

ამ ბრძოლისთვის თავდადებულ გულებს ეძღვნება ეს კვირეული და ამიტომაც გვინდა მთელი არსებით შევუერთდეთ "პრაიმტაიმის" არაჩვეულებრივ წამოწყებას. აქვე გეტყვით, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, შეიძლება სახელმწიფო მოგიკლან, მაგრამ სამშობლოს ვერ მოგიკლავენ. 20 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ეს დღეები კი ამ პასუხისმგებლობას აღვიძებს ჩვენში და გეუბნება, რომ არ უნდა დავთმოთ დამოუკიდებლობა, რადგანაც ის ძალიან ძვირფასია. ღმერთმა გისმინოთ და ყველას მოვუწოდებ შეუერთდეს "პრაიმტაიმის" ამ აქციას. გიყვარდეთ საქართველო!

ზაალ სამადაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარე): მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ისტორიის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ ვიცოდეთ ჩვენი ვინაობა. 1921 წლის თებერვლის ეს დღეები არის ტრაგიკული დღეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომაც ეს დღე არა მხოლოდ პატივის გებას იმსახურებს, არამედ გაზიარებასაც. "პრაიმტაიმის" მიერ შემოთავაზებული პროექტი "წითელი ყაყაჩოები" ადამიანს ამას ამახსოვრებს. ეს არ არის მხოლოდ პატივის მიგება, ეს არის ხსოვნა და ცოდნა იმისა, რა ხდებოდა ჩვენი არც თუ ისე შორეული ისტორიულ დღეებში, როგორ იბრძოდნენ ქართველები თავიანთი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, როგორ უმკლავდებოდნენ იუნკერები თბილისის მიდამოებში ურიცხვ მტერს. გმირობის როგორ მაგალითს აჩვენებდნენ ისინი თანამებრძოლებს. მე შემიძლია გავიხსენო შალვა ერისთავის გმირობის ამბავი. როდესაც ქართველები ტაბახმელის მიმართულებით შეტევაზე გადადიოდნენ, ის რუსების ტყვიამფრქვევს გადაეფარა. იმავე ბრძოლებში არის დაღუპული თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილი გენიალური ახალგაზრდა პოეტი ქალი მარო მაყაშვილი. ყაყაჩომ უნდა გაგვახსენოს ეს ადამიანები და დაგვამახსოვროს ეს ხალხი. ამიტომ ეს კვირეული არის სიმბოლო ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის და ის ძალიან ღირებულია. მე მინდა მადლობა ვუთხრა "პრაიმტაიმის" კოლექტივს იმისთვის, რომ ამ პროექტს ორი წლის ისტორია აქვს.

ზურაბ გეწაძე (თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელი): მე ვარ ამაყი და ვუერთდები ამ აქციას, კვირეულს. ჩემი მხრიდან დავამატებდი იმას, რომ ისტორიის ცოდნა ახალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალია გავიხსენოთ ერის მეხსიერებაში დარჩენილი მნიშვნელოვანი თარიღები.

კონკრეტულად აი ამ თარიღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 25 თებერვალი არის დღე, როდესაც რუსეთის მე-11 არმია წითელი დროშებით შემოვიდა თბილისში, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და ჩვენ შვილებს უნდა ვუთხრათ.

გარდა ამისა "თუმანიშვილის თეატრი" მიემგზავრება გასტროლებზე ნიუ-იორკში და ძალიან დიდი დიასპორა გველოდება მანჰეტენში. სპექტაკლის წინ იქნება სიტყვით გამოსვლა, მე სცენაზე გამოვალ ამ ყაყაჩოთი და შევახსენებ საზოგადოებას ამ დღის შესახებ. იქ მყოფ სათვისტომოს წარმომადგენლებს კი ამ ყვავილებს გადავცემთ ნიშნად სოლიდარობისა.

საზოგადოება  |  ოთხშაბათი, 22 თებ 2012 14:34
no_bannerno_banner

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

დღეს შენდობის და მიტევების დღეა

მართლმადიდებელი სამყარო შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამიანის განდევ ...

ვრცლად

ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატებმა" ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

"ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა" გაგუას სახელობის სამშობიარო სახლში ლეიკემიით ...

ვრცლად

"თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტებმა ახალი ფონდი "გელინო" დააარსეს

ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის ...

ვრცლად

ეპანეთიდან ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან

ამ დრომდე უცნობია როდის დაბრუნდება საქართველოში ესპანეთში მყოფი ოთხი ქართველი. უ ...

ვრცლად

აბანოთუბანში ახალი რესტირანი "ციტადელი" კახაბერმა და ხანუმებმა ულამაზე ...

აბანოთუბანში მდებარე წინა საუკუნის ნაგებობაში ახალი რესტორანი "ციტადელი" კახაბერ ...

ვრცლად

სამგორის რაიონის ნაწილს დღეს და ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით ...

"თელასის" ინფორმაციით, 28 და 29 მარტს, სარემონტო სამუშაოების გამო, სამ ...

ვრცლად
no_banner