თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალ "ლიბერალის" წინააღმდეგ "აისექ საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელის მოსაზრებით, 2011 წლის 28 მარტს "ლიბერალში" ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოქვეყნებულმა სტატიამ შელახა მისი საქმიანი რეპუტაცია და გამოიწვია მასთან ურთიერთობის მსურველ პირთა რაოდენობის შემცირება.
იგი ითხოვდა ამ ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 6 500 ლარის ოდენობით და ამ ინფორმაციის უარყოფას ჟურნალ "ლიბერალის" მიერ.
გამოძიების ინფორმაციით, მომზადებული სტატია მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას მოსარჩელის საქმიანობაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე. ასევე დადგენილ იქნა, რომ სტატიის გამოქვეყნებამდე შპს "ლიბერალი" შეეცადა მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმებას "აისექ საქართველოს" ხელმძღვანელობასთან, თუმცა მათგან უარი მიიღო.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმა ...
ყაზახეთში თოვლში ჩარჩენილი ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. ქართველებთან ერ ...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვი ...
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი, მის კუთვნილ სიმღერასთან დაკავშირებით საავტორო უფლებე ...
"პრაიმტაიმის" პრესკლუბში, "პრაიმტაიმის" მიერ ოკუპაციის შესახებ გაკეთებული კლიპის ...
დღე, რომელსაც ქართველი ერი დიდხანს ელოდა. მახათას მთაზე ასულს, პირველი რაც თვალ ...



















