No banner
No banner

აშშ-ს საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს “ქართული ოცნების” აქციის თაობაზე აფრთხილებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს დღეს საღამოს დაანონსებული “ქართული ოცნების” აქციის თაობაზე აფრთხილებს და მოუწოდებს თავი შეიკავონ მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.

“აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია მძიმე საცობები. საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციათაგან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა გახდეს ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი. თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ყველაფერს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. იყავით ფხიზლად, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და იმას, რას გადმოსცემს ადგილობრივი მედია”, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკა  |  ორშაბათი, 1 ოქტომბერი 2012 18:15