No banner
No banner

ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა. ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. პირველი მოთხრობა მწერალმა “რატომ არ დამაცადე” 1960 წელს გამოაქვეყნა.

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: “გზა”, “ძია შოთას ბადია” , არაკების კრებული “თაფლის წვეთი” , კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია მოთხრობების “ჩემი მეჯღანე ბიძა”, “ხარის აღსარება”, “გიორგი ბურდული” და სხვა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რომანი “დათა თუთაშხია”, აგრეთვე რომანი “გორა მბორგალი”.

საზოგადოება  |  პარასკევი, 13 დეკემბერი 2013 11:32