No banner
No banner

მერსი სულხანიშვილი – ჩემი ქურქი შარშანაც მქონდა მოგდებული მოდის კვირეულზე

გუშინ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი კომპანიის წვეულებაზე გადაღებულმა ფოტომ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

ფოტოში ჩანს “მუზიკ ბოქსის” წამყვანი და მოდის ბლოგერი მერსი სულხანიშვილი, რომელმაც საზოგადოების ყურადღებას მელიის ბეწვით მიიქცია.

როგორც ჟურნალისტმა Prime Time News-ს განუცხადა, მას არ აინტერესებს მათი მოსაზრებები, ვინც მოდაში ვერ ერკვევა და აღნიშნა, რომ მელიის ბეწვი “შარშანაც ჰქონდა მოგდებული”.

“მე არ ვთვლი, რომ ბოდიში მოსახდელი მაქვს. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ნატურალური ბეწვის ქურქით იმოსება. ნაკლებად მაინტერესებს მათი მოსაზრებები, ვინც საერთოდ არ ერკვევა. ფაქტია, ვერ ერკვევიან და ეტყობა, თავად რახან ხელოვნური ბეწვის თაყვანისმცემლები არიან, ვისაც გვაქვს მათი, ხელოვნური ჰგონით. ზოგადად სულელებს თავი ჭკვიანი ჰგონია. ამ დროს კი ბრძენმა იცის, სულელი ვინ არის. ზოგადად შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ წლევანდელ street style”-ს რამდენიმე ცნობილ “ფეშიონისტას” სწორედ მსგავსად აქვს მოცმული და ეს მხოლოდ წელს. მე კი ჩემი ქურქი რისი ფაქტების მოძიებაც შეგიძლიათ, რომ მე შარშანაც მქონდა მოგდებული მოდის კვირეულზე და არც მარკ ჯაკობსის ჩვენება იყო მაშინ ჩატარებული და არც სხვა ჩვენებები. რაღა თქმა უნდა, ქართველებს, რომ ჰკითხოთ, გემოვნებაზე არ დაობენ, ამ დროს მეცინება. არ მაინტერესებს მათი მოსაზრებები, წერონ და იკითხონ. ჩემთვის მისაღებია და გასათვალისწინებელია იმ ადამიანის რჩევა, რომელიც პროფესიონალია. წერონ და იკითხონ”, – წერს მერსი სულხანიშვილი.

საზოგადოება  |  ხუთშაბათი, 12 დეკემბერი 2013 17:31