No banner
No banner

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ამავდროულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარეა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაწვევის შედეგები შეაჯამა.

მიმდინარე წელს საგაზაფხულო გაწვევა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა და დანიშნულ ვადაზე ერთი თვით ადრე, 30 ივნისის ნაცვლად 31 მაისს დასრულდა.

2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 4400-მდე წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. წვევამდელთა წინსწრებით ჩარიცხვებსა და გაწვევის პროცესის წარმატებით განხორციელებას საკოორდინაციო ჯგუფის ორგანიზებულმა მუშაობამ შეუწყო ხელი, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.

საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტირებული შენობიდან განხორციელდა, სადაც წვევამდელებს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

თავდაცვა  |  ორშაბათი, 4 ივნისი 2012 16:30