No banner
No banner

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები გრძელდება

13 ივლისს სასერტიფიკაციო გამოცდას დაწყებითი კლასების პედაგოგები ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩააბარებენ.

დღესვე, მაგისტრანტობის მსურველები საერთო სამაგისტრო გამოცდის მეორე ნაწილზე, ლოგიკურსა და რაოდენობრივ მსჯელობაზე იმუშავებენ. ამით 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა დასრულდება.

ორშაბათს, 16 ივლისს, საგამოცდო პროცესი კვლავ განახლდება აბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს დასრულდება.

განათლება  |  პარასკევი, 13 ივლისი 2012 18:39